მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ლიეტუვის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას შეხვდა.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია.

 

აღინიშნა, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის ტურიზმის სფეროში სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს პირდაპირი ავიამიმოსვლის არსებობა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას ხელს შეუწყობს რეგულარული ფრენების დაწყება ლიეტუვიდან თბილისის მიმართულებითაც.

 

მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოს ტურიზმისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, სადაც რეგულარულად ხორციელდება მარკეტინგული აქტივობები. „ჩვენ გვაქვს ლიეტუვასთან ტურისტული ნაკადების აღდგენის კარგი დინამიკა. ამ ტენდენციის გაგრძელების მიზნით, მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც ფრენების სიხშირეები, ასევე გაიხსნას რეისები ახალი მიმართულებებით. ამ მხრივ აქტივობის ზრდა ასევე ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ მივესალმებით ლიეტუველ ვიზიტორებს საქართველოში და მოხარული ვიქნებით, თუკი ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენა დაინიშნება," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისების რაოდენობის ზრდა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა