მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7111.2
0.0033
flag
AZN 1.6049
-0.0007
flag
CNY 37.984
-0.0022
flag
EUR 3.1553
-0.0049
flag
GBP 3.6982
-0.0091
flag
KZT 52.59
-0.0062
flag
TRY 0.0692
-0.0001
flag
USD 2.7283
-0.0005

მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სტადიონის პროექტის განხორციელება - კახა კალაძე

news image

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივა სპორტული მოედნის მშენებლობასთან დაკავშირებით, იქნება მეგაპროექტი ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი დედაქალაქისთვის“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული სტადიონი დიდ სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უშუალოდ დედაქალაქს.

„ეს არის მეგაპროექტი, რომელსაც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები და მორაგბეები, რაც მთავარია, მათი ქომაგები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ სპორტის ეს ორი სახეობა. მე პირადად, მაქსიმალურად ჩავერთვები, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის ირაკლი კობახიძეს დიდ მადლობას ვუხდი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სპორტული მოედანი უმაღლესი სტანდარტების იქნება, რაც მოიტანს შესაძლებლობას, თბილისმა უმაღლესი დონის მატჩებს უმასპინძლოს.

„ეს იქნება უმაღლესი სტანდარტების სტადიონი, რომელიც თავისთავად ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ ვუმასპინძლოთ  უმაღლესი დონის მატჩებს თბილისში და დედაქალაქს ჰყავდეს მეტი ვიზიტორი, მეტად გაიცნოს ჩვენი ქვეყანა და თბილისი სპორტულმა სამყარომ და ყველა იმ უცხოელმა, რომელიც ინტერესდება არა მარტო სპორტით, არამედ სხვა ერების კულტურით. იცით, რომ თბილისში არსებული სტადიონები ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომლითაც შეიძლება, მაგალითად, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ჩავატაროთ. ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია“,  - აღნიშნა კახა კახა კალაძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა