მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

„მაისისა“ და სტუდია „ველოსიპედის“ კოლაბორაციით ბაზარზე „ჟოზეს წვენი“ გამოჩნდება

news image
mbc image

ნატურალური წვენების კომპანია „მაისისა“ და სტუდია „ველოსიპედის“ კოლაბორაციით ბაზარზე „ჟოზეს წვენი“ გამოჩნდება, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ხილის ნატურალური წვენების კომპანია „მაისის“ დამფუძნებელმა თორნიკე ჩხაიძემ განუცხადა.

„დავიწყეთ თანამშრომლობა სტუდია „ველოსიპედთან“, რომელიც  პერსონაჟი „ჟირაფი ჟოზეს“ ავტორია.  მათთან ერთად შევქმენით ბავშვებისთვის ნატურალური „ჟოზეს წვენი“.

ასევე ამ კუთხით ვთანამშრომლობთ სადისტრიბუციო კომპანია „ფუდ სერვისთან“ და „სპარის“ 120 ობიექტში ჟირაფი „ჟოზეს წვენი“ რამდენიმე დღეში ხელმისაწვდომი იქნება, “- განაცხადა თორნიკე ჩხაიძემ.

„მაისის“ ბრენდის ქვეშ ნატახტრის ქარხანაში ადგილობრივი ფერმერების პროდუქციის გადამუშავება ხდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს არ იყენებენ კონსერვანტებს და პროდუქცია 100%-ით ნატურალურია.

„მაისის“ ქარხნის წლიური წარმადობა 2,5 ათას ტონას შეადგენს, თუმცა ეს სიმძლავრე სრულად არ აქვთ ათვისებული.

„მაისის“ წვენები იყიდება ჰიპერმარკეტებსა და ჰორეკა სექტორში. საწარმოში 10 ადამიანია დასაქმებული მუდმივად, ხოლო 15 სეზონურად.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა