ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა
Galt & Taggart-ის 15–19 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები, წინა კვირასთან შედართებით დიდად არ შეცვლილა, თუმცა ფასების ზრდამ წინა თვესთან შედარებით ორნიშნა პროცენტი შეადგინა და ზოგ შემთხვევაში 20%–საც გადააჭარბა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 43.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), უცვლელი წინა კვირასთან შედარებით და +15.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 248 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 43.60 - 45.85 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 119 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG LN) თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 29.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.53% წინა კვირასთან შედარებით და +20.56% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 326 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 29.25 - 31.05 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 79 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს კაპიტალი (CGEO LN) Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.84 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.55% წინა კვირასთან შედარებით და +23.46% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 459 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.54 - 11.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 107 ათასი აქცია შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები