მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7098.9
0.0069
flag
AZN 1.6115
-0.0006
flag
CNY 38.006
-0.0042
flag
EUR 3.0898
0.0212
flag
GBP 3.6702
0.027
flag
KZT 53.66
-0.0011
flag
TRY 0.0706
0
flag
USD 2.7406
-0.0009

„ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების მფლობელების ზარალისგან დახსნას E&Y-ი ცდილობს 

news image

ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ, რომ ლისი დეველოპმენტისა და „გრანთ თორთონის“ მრავალმილიონიანი შეცდომა სავარაუდოდ E&Y გამოასწორა.
თუმცა, რჩება მხოლოდ ერთი დაშვება - აუდიტორულმა კომპანია „გრანთ თორთონმა“ უმნიშვნელოვანესი პროფესიული შეცდომა დაუშვა: კომპანიამ ან არაკვალიფიციურად შეამოწმა, ან მხოლოდ ფორმალურად დაეყრდნო „ლისი დეველოპმენტის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ორივე შემთხვევაში „გრანთ თორთონის“ არაკვალიფიციური დასკვნით, რომელიც აუდიტის დროს მილიონობით ლარის არასწორ აღრიცხვას ეხება „ლისი დეველოპმენტის“ ობლიგაციების მფლობელები სერიოზული რისკის წინაშე აღმოჩნდნენ.
რა მოხდა რეალურად და რატომ დაუშვა შეცდომა „გრანთ თორთონმა“, დეტალების გასარკვევად Business Insider Georgia „გრანთ თორთონს“ დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ „ამ თემასთან დაკავშირებით არ ვაკეთებთ კომენტარს“.
ამის შემდეგ  Business Insider Georgia EY Georgia-ს დაუკავშირდა, რათა გაერკვია „გრანთ თორთონის“ მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა ეს იყო არაპროფესიონალიზმის, თუ დაუდევრობის შედეგი. EY Georgia-ში დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. კომპანიაში გვითხრეს, რომ კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მესამე პირებთან ანუ ჩვენთან, მედიასთან ვერ ისაუბრებდნენ.
„მოგესალმებით, გწერთ კომპანია „იუაი" საქართველოდან, მივიღეთ თქვენი წერილი და უპირველეს ყოვლისა, მადლობას გიხდით დაკავშირებისთვის.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ჩვენი პროფესიული და სამართლებრივი ვალდებულებების გამო, კლიენტებთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ განვიხილავთ მესამე პირებთან“, - აღნიშნულია წერილში, რომელიც EY Georgia-მ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად მიწერა.
როგორც ცნობილია, კომპანია “ლისი ლეიქ დეველოპმენტი”-ს (სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ნიკა ხაზარაძე, ეკატერინე შავგულიძე, ბობ მეიერი, თამარ ჯაფარიძე) აუდიტორული კომპანია „Ernst & Young“-ის შემოწმების შედეგად, კომპანიის ფინანსური ანგარიშგებასთან დაკავშირებით არსებითი ხარვეზები/შეცდომები გამოიკვეთა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კომპანიის მიერ გამჟღავნებულ ფინანსურ მონაცემებზე.
კერძოდ, EBIDTA (გამოთვლილია, როგორც საოპერაციო მოგებას გამოკლებული საოპერაციო ხარჯები) თითქმის განახევრდა და 3,217.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო EBIDTA ერთჯერადი ტრანზაქციის გამოყენებით უფრო მეტად, თითქმის 57%-ით შემცირდა - კერძოდ, 5,660.000 აშშ დოლარიდან 2,443.000 აშშ დოლარამდე. ამასთან, კომპანიას ფინანსური დანახარჯები 645.000 აშშ დოლარით გაეზარდა, რაც დანახარჯების  თითქმის 58%-იან ზრდას უდრის და ასვე, 2021 წლის მოგება შემცირდა 2.159.000 აშშ დოლარით.
 
ამასთან, ფინანსური ინფორმაციების გადაანგარიშების შედეგად, კომპანიის მარაგები 34,468.000 აშშ დოლარით შემცირდა, რაც თითქმის 62%-იანი კლების ტოლია, ხოლო საინვესტიციო ქონება 24,24%-ით გაიზარდა. ასევე, კომპანიის გრძელვადიანი ვალდებულებები 7.83%-ით, ანუ 1,280.000 აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი ვალდებულებები 3,355.000 აშშ დოლარით გაიზარდა, ანუ რაც თითქმის 37%-იან ზრდას უდრის.
ჯამში შემცირდა ასევე კომპანიის გაუნაწილებელი მოგება 7,138.000 აშშ დოლარით, ასევე კომპანიის მფლობელებზე მიკუთვნებაში საკუთარი კაპიტალი 4,903.000 აშშ დოლარით  შემცირდა და საკუთარი კაპიტალი და ვალდებულებები 2,828.000 აშშ დოლარით.
არსებული გარემოებებიდან გამომდინარე ემიტენტი ობლიგაციების მფლობელებს სთავაზობს ობლიგაციების ვადამდე განაღდებას.
თავად დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ განმარტავს, რომ კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით. მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა