მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

Lineate-ში თანამშრომლების რაოდენობა და საერთაშორისო პროექტებში ჩართულობა იზრდება - გიორგი ციკოლია

news image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით (KIU) გამართულ ინოვაციების საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმში, კომპანია Lineate Georgia-ს რეგიონულმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ და Lineate-ის მთავარმა ტექნიკურმა ოფიცერმა ჰარისონ გრინ ფიშბექმა პანელურ დისკუსიების სპიკერების რანგში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების საკითხები განიხილეს.

ფორუმის მთავარ თემა იყო "ციფრული ტრანსფორმაცია: განათლების ახლებური ხედვა მომავლისთვის", ხოლო მიზანი - საგანმანათლებლო სექტორში მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარება.

„საქსტატის ბოლო მონაცემებით, IT სექტორში, განსაკუთრებით ტექნოლოგიების მიმართულებით, რომელშიც კომპანია Lineate Georgia არის წარმოდგენილი, სერვისის ექსპორტის ნაწილი საგრძნობლად გაიზარდა. სავარაუდოდ, წლის ბოლომდე ეს ინდუსტრია $800-$900 მილიონამდე გაიზრდება, ეს იმ ფონზე, როცა სამი წლის წინ დარგი საერთოდ არ არსებობდა“, - ამბობს გიორგი ციკოლია.

მისი თქმით,საქართველოს მასშტაბიდან გამომდინარე ქვეყანაში მილიარდი დოლარის მოცულობის ინდუსტრიის შექმნა 3 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგია. „შესაბამისად ვფიქრობ, რომ ინდუსტრია კარგად ვითარდება. ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე კომპანიის საქმიანობის 18 თვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. იზრდება კომპანიაში თანამშრომლების რაოდენობა, ასევე მათი ჩართულობა საერთაშორისო პროექტებში. გვიხარია, რომ წვლილი შეგვაქვს განათლების სექტორში. საშუალება მივეცით სტუდენტებს შეიძინონ პროფესია და შეძლონ წვდომა საერთაშორისო ბაზრებზე“,- აცხადებს Lineate Georgia-ს ხელმძღვანელი გიორგი ციკოლია. მისივე თქმით, კომპანიაში პირველივე დღიდანვე არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შიდა კადრების მომზადება ხდება. „ჩვენი კომპანიის თანამშრომლების 70% ამ პროგრამის კურსდამთავრებულია და ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს.

გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით კომპანია კიდევ გაფართოვდეს და კარი გაუხსნათ ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. სტუდენტების შერჩევა აპლიკაციით ხდება. პირველ სასწავლო კურსში მონაწილეობის სურვილი 600-მა სტუდენტმა გამოთქვა, საიდანაც 25 შევარჩიეთ. აქედან 6 ანაზღაურებად სტაჟირებაზე ავიყვანეთ. დღეს ისეთი რეალობის წინაშე ვართ, რომ მათ სრულ განაკვეთზე შევთავაზებთ სამსახურს“, - აცხადებს ციკოლია.

Lineate პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა.

Lineate პირველი კომპანიაა, რომელიც სახელმწიფო სააგენტო „აწარმოე საქართველოში“-ს უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით - FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა