მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

„ლილესათან“ და „გალას“ მფლობელი „შატო ლაბარასთან“ პარტნიორობით რესტორნის გახსნას გეგმავს

news image

ცნობილი რესტორნების „ლილესთან“ და „გალას“ მფლობელი ლილე მაღლაფერიძე ახალ პროექტს იწყებს. რას მოიცავს ახლი პროექტი, სად განხორციელდება და რა იქნება მისი კონკურენტული უპირატესობა ადგილობრივ ბაზაზე, ამ საკითხებზე Business Insider Georgia ლილე მაღლაფერიძეს ესაუბრა:

  • რას მოიცავს ახალი პროექტი, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ?

პარტნიორებთან ერთად ახალი პროექტი მოიცავს ვარციხეში მდებარე „შატო ლაბარას“ ტერიტორიაზე რესტორნის გახსნას.

ლაბარას ვენახები გაშენებულია 10 ჰექტარ ფართობზე, სადაც მოდის საუკეთესო კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, ალადასტური და ოცხანური საფერე, სალხინოში ერთ ჰექტარზეა გაშენებულია ოჯალეში.

„ლაბარას“ ღვინოები იყიდება საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და აშშ ში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე: 8000 მოსავალში, ალკორიუმში, წერტში, ევროპროდუქტში, სხვადასხვა რესტორნებში.

კომპანია დაარსდა 2018 წელს და ორიენტირებულია მხოლოდ მაღალი კლასის ღვინოების წარმოებაზე. კომპანია ღვინოს აყენებს როგორც ქვევრის ასევე კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენებით.

ჩვენი მიზანია, სტუმრებს საუკეთესო იმერულ ღვინოსთან ერთად შევთავაზოთ ავთენტური იმერული სამზარეული, იმერული კერძების მომზადების მასტერკლასები და შევუქმნათ იმერული სტუმართ- მასპინძლობის განსაკუთრებული მაგალითი.

  • როდის დაიწყებთ ამ ახალი გასტროპროექტის განხორციელებას?

სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ძირითადი საშუალებების შეძენის პროცესში ვართ. არაუგვიანეს ორი თვისა რესტორანი დაიწყებს ფუნქციონირებას.  

  • ვინ არის ამ პროექტში თქვენი პარტნიორი?

ეს არის ლაბარას დამფუძნებლების და ჩვენი კოლაბორაცია და ვფიქრობ, საინტერესო თანხვედრაა მათი, როგორც საუკეთესო იმერული ღვინის მწარმოებლების და ჩვენი როგორც გამოცდილების მქონე გუნდის აღნიშნულ სფეროში.

რა არის პროექტის მიზანი და რა შედეგზე არის გათვლილი?

პროექტის მიზანია, უზრუნველყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გასტრონომიული პროდუქტის - ღვინისა და იმერული კერძების მიწოდება როგორც ქართულ, ასევე ტურისტულ აუდიტორიისადმი და განსაკუთრებული, დასამახსოვრებელი იმერული გამასპინძლება.

  • რა არის პროექტის საინვესტიციო ღირებულება?

130 000 ლარია, უძრავი ქონების ღირებულების გარეშე.

  • რით განსხვავდება ეს პროექტი, თქვენს მფლობელობაში არსებული ორი რესტორნისგან და რა იქნება მისი კონკურენტული უპირატესობა?

„შატო ლაბარა“ ფლობს მრავალ ჯილდოს როგორც საუკეთესო იმერული ღვინის მწარმოებელი კომპანია. სულ რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო გამოფენის WinExpo Georgia - ფარგლებში ცოლიკოური 2020 ქვევრი, კრახუნა 2022 კლასიკური , დაჯილდოვდა საუკეთესო ღვინოების კატეგორიაში.

ამიტომ ვფიქრობთ, ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, სწორედ მაღალი ხარისხის, ტექნოლოგიურად სწორად გამართული ღვინის წარმოება და ის ულამაზესი ხედია, რომელიც შატოს ირგვლივ იშლება. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რომ „შატო ლაბარაში“ ღვინის გზა ვენახიდან სტუმრის მაგიდამდე და ავთენტური იმერული სამზარეულო ერთ სივრცეში მოექცევა, რაც განსაკუთრებულ გარემოს ქმნის და არის კლასიკური შატოს სტატუსის განმსაზღვრელი აუცილებელი პირობა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა