მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7074.2
-0.0013
flag
AZN 1.5979
0.0001
flag
CNY 37.877
0.0035
flag
EUR 3.1875
0.007
flag
GBP 3.6965
0.0052
flag
KZT 52.38
-0.0001
flag
TRY 0.0678
0
flag
USD 2.7174
0.0002

„ლაურუსი“ დაფნის ექსპორტს ჩინეთში გეგმავს

news image

დაფნის გადამამუშავებელ საწარმო ,,ლაურუსი” ექსპორტს ჩინეთში გეგმავს. კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა ამ ეტაპზე 100%-ით რუსეთში გადის.

როგორც ,,ლაურუსის" დირექტორი ივანე ჯალაღონია Business Insider Georgia- თან ამბობს, ამ ეტაპზე ჩინურ მხარესთან მოლაპარაკება დასრულებულია და კონტრაქტი გაფორმებული. 

„რუსეთში დაფნაზე დიდი მოთხოვნაა, წყვეტა მიწოდების მხრივ ფაქტობრივად არ გვქონია, ამ მხრივ არც ომის მიმდინარეობას შეუშლია ხელი. თუმცა, რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობდით ალტერნატიული ბაზრის ძებნას. ამ ეტაპზე ასეთი ბაზარია ჩინეთი, პარტნიორებმა მასშტაბური ხელშეკრულებები შემოგვთავაზეს“, - ამბობს ივანე ჯალაღონია.

მეწარმის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე 300 ტონა დაფნის ექსპორტს გეგმავენ. აქედან 100 ტონას ჩინეთის, ხოლო 200 ტონას რუსეთის ბაზარზე გაიტანენ. 

„ჩინეთში ერთი კილოგრამი მშრალი დაფნა $4,5  ღირს, ხოლო რუსეთში უმაღლესი ხარისხის დაფნის საექსპორტო ფასი $5,5 -ია. ჩვენი პლანტაციებიდან, რომელიც 60 ჰექტარზეა, ყოველწლიურად 30 ტონა დაფნის ფოთოლს ვიღებთ. დანარჩენ ნაწილს კი ექსპორტისთვის ფერმერებისგან ვყიდულობთ“, - ამბობს ივანე ჯალაღონია. 

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 429,000 ლარი შეადგინა, აქედან 257,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის თანამონაწილეობაა.

საწარმოში დასაქმებულია 130 ადამიანი, ხოლო ახალი ინვესტიციების განხორციელების შემთხვევაში, სეზონზე დამატებით 65 ადამიანი დასაქმდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა