მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა - რა განიხილეს

news image

აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზი გაესვა ADB-ის, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის როლს საქართველოს განვითარების პროცესში, რომელიც მოიცავს, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის დაფინანსებას.

საუბარი შეეხო ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს, როგორებიცაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, სადაც ADB-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს 4 მონაკვეთის მშენებლობა,

ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს რეგიონული კავშირები, სხვა საგზაო და მუნიციპალური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობენ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური პოზიციები.

ასევე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საკითხებს.

მხარეთა შორის თანამშრომლობის პერსპექტივაზე საუბრისას, ყურადღება გამახვილდა 2024 წელს, აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე.

დასასრულს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა გამოთქვეს იმედი, რომ პარტნიორობა, როგორც სტრუქტურული, ისე ეკონომიკური რეფორმების განხორციელების მიმართულებით კვლავ გაგრძელდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა