მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.3
-0.0297
flag
AZN 1.603
-0.0004
flag
CNY 37.924
-0.0051
flag
EUR 3.1254
-0.0181
flag
GBP 3.6479
-0.0316
flag
KZT 52.19
0.0007
flag
TRY 0.0686
-0.0001
flag
USD 2.726
-0.0008

ლარში გაცემული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთმა კრედო ბანკისათვის 25.14%, ტერასთვის 13.93%, პროკრედიტისათვის კი 13.73% შეადგინა

news image

2023 წლის II კვარტლის მდგომარეობით, სებ-ის მონაცემებზე დაყრდნობით 15 ლიცენზირებული ბანკი ფუნქციონირებს. აქედან, ბოლო ლიცენზია გაიცა 2022 წლის 17 ნოემბერს „პეისერა ბანკი საქართველო"-ზე, თუმცა აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი  აქტიურად არ ოპერირებს და მისი კონცეფციის შესახებ ფართო მასებში ჯერჯერობით არ არის ცნობილი, „პეისერამდე“ კი ბანკის ლიცენზია „კრედო ბანკს“, 2017 წლის 20 მარტს მიენიჭა.

  • ბანკების მიერ გაცემული სასესხო პორტფელის მიმდინარე ღირებულება,  2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ჯამურად 48.2 მილიარდს შეადგენს
  • საბანკო სასესხო პორტფელი 2022 წლის მეორე კვარტლიდან 2023 მეორე კვარტლამდე 10.6% ით გაიზარდა
  • საბანკო სექტორის მიერ გაცემული სასესხო პორტფელის ზომა 2023 წლის მეორე კვარტალში ეროვნულ ვალუტაში  17.3%-ით გაზიარდა 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით
  • სასესხო პორტფელის მხოლოდ 19% ნაწილდება 12 არასისტემურ ბანკზე
  • „კრედო“, „ტერა“ და „პროკრედიტ ბანკს“ მთლიან სასესხო პორტფელში 9.3% წილი უჭირავთ

საფინანსო ინსტიტუტები დიდ როლს თამაშობენ საქართველოში, ფინანსებთან ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში. აღნიშნულზე, მეტყველებს ბანკების მიერ გაცემული სასესხო პორტფელის მიმდინარე ღირებულება, რომელიც 2023 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით ჯამურად 48.2 მილიარდს შეადგენს, რაც 5 მილიარდით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს ანუ გაზრდილია 10,6%.

*მონაცემების შესადარისობის გათვალისწინებით, კალკულაციებში არ არის გამოყენებული VTB ბანკ საქართველოს მონაცემები, რაც გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ განახლებული სტანდარტების შეუსაბამო ფინანსური ანგარიშგების პუბლიკაცით. VTB ბანკის მონცემების გათვალისწინებით, სასესხო პორტფელი 48.4 მილიარდს შეადგენს, თუმცა მის მონცემებს არარსებითი გავლენა აქვს მიმდინარე სანქციები გათვალისწინებით - აქტივების ძირითადი ნაწილი გასხვისებულია. შემდგომ კალკულაციებში, სექტორის ხსენებიას არ იქნება VTB ბანკის მონაცემები განხილული.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2023 წლის II კვარტლის მონცემებით, სასესხო პორტფელის 55% ნომინირებულია საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ლარში და შეადგენს 26.7 მილიარდს, სასესხო პორტფელის ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ლარის სესხების ზრდასთან. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ლარის სესხები გაზრდილია 17.3%-ით, უცხოურ ვალუტაში კი ზრდამ მხოლოდ 3.29% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო საფინანსო ინსტიტუტებში გაცემული სესხების 81% სისტემურ 3 ბანკზე მოდის, თუმცა ანალიზს საჭიროებს დანარჩენი 19%, რომელზეც გარკვეული ფაქტორების გამო მომხმარებლები არჩევანს აკეთებენ. მიზიდულობს მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს, მაგრამ ძირითადად ეს შესაძლოა, უმეტესად გარკვეულ ფინანსურ სარგებელთან იყოს დაკავშირებული, რომლის შემოთავაზებაც სისტემურ ბანკებს არ შეუძლიათ. ასეთი შეიძლება იყოს შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი, ნაკლები ან/და ნულოვანი საკომისო ხარჯები, უშუალო - პერსონიზირებული მომსახურება და სხვა.

Business Insider Georgia რუბრიკა Business Intelligence & Analytics-ის ფარგლებში წარმოგიდგენთ„კრედოს“, „ტერასა“ და „პროკრედიტ ბანკის“ ფინანსურ ანალიზს.  აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების სასესხო პორტფელი ჯამურად 4.5 მილიარდ ლარს შეადგენს და მთლიანი სასესხო პორტფელის 9.3%-იანი წილი უჭირავ. ყველაზე დიდი სასესხო პორტფელი ზემოთ ხსენებული ბანკებიდან „კრედო ბანკს    აქვს და ₾1.88 მილირდს შეადგენს, მეორე ადგილზე „ტერა ბანკია“ ₾1.36 მილიარდი სასესხო პორტფელით, მესამე ადგილზე კი „პროკრედიტ ბანკი“ - ₾1.2 მილიარდი.

  • კრედო ბანკის სასესხო პორტფელი 15.82% გაიზარდა
  • ტერა ბანკის სასესხო პორტფელი 15.45% გაიზარდა
  • პროკრედიტ ბანკის სასესხო პორტფელი 5.78% შემცირდა
  • კრედო ბანკის სასესხო პორტფელის 89% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული
  • ტერა ბანკის სასესხო პორტფელის 56.4% ეროვნულ ვალუტაშია ნომინირებული
  • პროკრედიტ ბანკის სასესხო პორტფელის 36.9% ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული
  • 2023 წლის 2 კვარტლის ჯამში 354 მილიონი ლარის ოდენობით საპროცენტო შემოსავალი მიიღო კრედო, ტერა და პროკრედიტ ბანკებმა, რაც შესაბამისად 220, 76 და 56 მილიონ ლარში გამოიხატა
  • წმინდა საპროცენტო მარჟა კრედო ბანკს 6 თვის მონაცემებით 11.71%, ტერა ბანკისათვის 5.62%, პროკრედიტისთვის კი 4.65%-ია
  • 2023 ორი კვარტლის გასაშუალოებული მონაცემებზე დაყრდნობით კრედო ბანკის პორტფელის საშუალო საპროცენტო განაკვეთი 23.41%, ტერა ბანკის 11.24%, პროკრედიტის კი 9.31%
  • რკო

    ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა