მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ქვეყანაში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა მცირდება

news image

ბოლო წლებში აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა დინამიურად იკლებს. სებ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 31 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 533,382 აქტიური  საგადახდო საკრედიტო ბარათი იყო, რაც თვიურ ჭრილში 4%-ითაა შემცირებული, ხოლო წლიურ ჭრილში კი 6%-ით. 

იანვრის ბოლოსთვის ქვეყანაში აქტიური საგადახდო საკრედიტო ბარათებიდან VISA-ზე მთლიანი საკრედიტო ბარათების 24%-ია, ხოლო  Mastercard-ზე 13%-ი.

როგორც სებ-ის სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2024 წლის იანვრის მდგომარეობით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა125,894 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 68,230 ბარათი.

ხოლო 339,258  ერთეული საკრედიტო ბარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. 

თუ VISA-სა და Mastercard-ის ბაზრის წილს საკრედიტო ბარათების მიმართულებით მიმოვიხილავთ სახეზეა, რომ 2024 წლის იანვარში 2023 წლის იანვართან შედარებით VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 14%-ითაა შემცირებული, ხოლო Mastercard-ის 30%-ით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა