მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7239.8
0.0232
flag
AZN 1.5842
-0.0003
flag
CNY 39.397
-0.0013
flag
EUR 3.1505
0.0041
flag
GBP 3.6329
-0.0005
flag
KZT 58.03
0.0004
flag
TRY 0.0598
-0.0002
flag
USD 2.6932
-0.0004

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება - ავთანდილ კასრაძე

news image


ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, პირველი ტექნოლოგიური ჰაბი შეიქმნება, რომელიც სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე განთავსდება ინტერაქციული- სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი,  სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, VR/AR Gaming ლაბორატორია, შეხვედრების და სატრენინგო ოთახები სტარტაპებისა და IT სპეციალისტებისთვის. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება. 

„ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ მთავარი ქვაკუთხედი გახდება და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიური ბიზნესისა და ინვესტორების მოზიდვაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური ზრდის აჩქარებაში. ამასთან, ეს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს ქუთაისის მოსახლეობას იყოს ჩართული მსოფლიო ტექნოლოგიურ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის (და არამარტო) მიმართულებით, სადაც მაქსიმალურად იქნება გამოყენებული ადგილობრივი ადამიანური კაპიტალი. ქუთაისი ყოველთვის გამოირჩეოდა ძლიერი მათემატიკური სკოლით და ამასთან ერთად ქუთაისში მეოთხე წელია მოქმედებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც გლობალური დონის ტალანტის შექმნას ახორციელებს ქვეყანაში. შედეგად, აღნიშნული ინიციატივა შესაძლებლობას მისცემს ქუთაისს წამყვან პოზიციებზე იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით და უახლოეს პერიოდში გახდება ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ცენტრი ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული ყველა ასაკის ადამიანისთვის," - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა