მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს ქართული სტარტაპი – Roamingo უფასო ინტერნეტს სთავაზობს

news image

ქუთაისის დავით აღმაშენებლის კონტრაქტორი კომპანია, ქართული სტარტაპი – Roamingo აეროპორტის ყველა მგზავრს გაფრენის წინ, საჩუქრად სამოგზაურო ინტერნეტს სთავაზობს. “ევროპა + თურქეთის” 500მბ ინტერნეტის გააქტიურება მგზავრებს, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის გაფრენის დარბაზში Roamingo-ს სტენდთან შეუძლიათ, სადაც კომპანიის თანამშრომლები მგზავრებს დახმარებას უწევენ eSIM ტექნოლოგიით ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონის სამოგზაურო ინტერნეტ პაკეტის გააქტიურებაში.

ასევე, დამატებით Roamingo-ს 5000მბ უფასო ინტერნეტის გააქტიურება შეუძლიათ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის იმ მგზავრებს, რომლებიც თბილისიდან ქუთაისამდე აეროპორტის მეორე კონტრაქტორი კომპანიით – Georgian Bus-ის ავტობუსებით იმგზავრებენ.

ქართული სტარტაპი Roamingo ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეა ოპერირებს და ამ ეტაპზე, 4 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ქართული და მსოფლიო ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე, Roamingo-ს აპლიკაციაში  ხელმისაწვდომია გადახდის ყველა ძირითადი საშუალება: Amex, Visa, Mastercard ბარათები, Apple Pay და Google Pay სწრაფი და დაცული გადახდების გლობალური სერვისები. საქართველოში წარმატებული გაშვების შემდეგ კომპანია იაფი სამოგზაურო ინტერნეტის სერვისის სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის შეთავაზებას გეგმავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა