მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, თანამედროვე სპეცტექნიკით აღჭურვა იგეგმება

news image

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ამსტერდამში, 14-16 მარტს მიმდინარე Passenger Terminal Expo 2023-ს ესწრება.

PASSENGER TERMINAL EXPO მსოფლიოში აეროპორტების უმსხვილესი ყოველწლიური გამოფენაა, რომელიც განლაგებულია 19 ათას კვადრატულ მეტრზე.

„გვაქვს საუკეთესო შესაძლებლობა ჩვენი აეროპორტების სერვისები თანამედროვე, უახლეს სტანდარტებს მაქსიმალურად დავუახლოოთ, ავითვისოთ ის შესაძლებლობები, რასაც გამოფენა აეროპორტების წარმომადგენლებს გვთავაზობს. უკვე შევხვდით ჩვენთვის მნიშვნელოვან რამდენიმე კომპანიას, რომლებსაც მსოფლიოში საავიაციო უშიშროების სკანერებისა და მგზავრთა რეგისტრაციის მიმართულებით უახლეს ტექნოლოგიებს და დიზაინის მქონე აღჭურვილობებს ფლობენ.

როგორც იცით, წელს ვგეგმავთ აღვჭურვოთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალი, თანამედროვე სპეცტექნიკით, ასევე გვაქვს დაგეგმილი რამდენიმე სიახლე უშუალოდ ტერმინალში, რაც Self Check in-ისა და baggage drop off აპარატების დამონტაჟებას ეხება, რომ მგზავრებმა აეროპორტში მოსვლისას დარეგისტრირება და ბარგის ჩაბარება თავად, ჩვენი აგენტების დახმარების გარეშე, წინასწარ ონლაინ რეგისტრაციის გავლის საშუალებით შეძლოთ“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

3 დღიანი გამოფენის ფარგლებში მსოფლიოს 1900 მეტი აეროპორტისა და ავიაკომპანიის ხელმძღვანელი, საავიაციო ხელისუფლებისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესის წარმომადგენლები პირისპირ იკრიბებიან. მათ საშუალება ეძლევათ გაეცნონ აეროპორტებისთვის საჭირო უახლეს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლებიც ფრენას უფრო კომფორტულს და მოქნილს გახდის, ასევე მგზავრებს საშუალება ექნებათ ახალ გამოცდილებებს ეზიარონ.

ასევე, ერთმანეთს ესაუბრონ გამოწვევებზე და გაცვალონ აზრები სამომავლოდ მსოფლიოს აეროპორტების უკეთესი განვითარებისთვის.

Passenger Terminal Expo, რომელიც ძირითადად მომალი თაობის აეროპორტების პროექტებს ეხება ყოველწლიურად 130 ქვეყნიდან ჩამოსული დამთვალიერებელი ჰყავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა