მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ხელს უწყობს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რეგიონში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორია - ირაკლი ქარქაშაძე

news image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კვების ახალი კონცეპტუალური სივრცე - AIR FOOD გაიხსნა. AIR FOOD პირველი ადგილობრივი ბიზნესია, რომელმა დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ქუთაისის აეროპორტში AIR FOOD-ის კონცეპტუალურ სივრცეში ამ ეტაპზე, 15 ადამიანია დასაქმებული. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, AIR FOOD-თან თანამშრომლობის  ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ადგილობრივი მეწარმეების წახალისება, მათი მხარდაჭერა და ცნობადობის გაზრდაა. 
,, ჩვენს აეროპორტს საკმაოდ ორიგინალური, ავიაციაზე ორიენტირებული და  სრულიად განსხვავებული კონცეფციის მქონე  კვების ობიექტი შეემატა. კიდევ უფრო მეტად გვახარებს, ის ფაქტი, რომ ახალი, კონცეპტუალური კვების ობიექტი ადგილობრივია. კონცეფცია 3 მიმართულებას აერთიანებს და რაც მთავარია, არის ქართული, ადგილობრივი ბრენდი და ასევე, ადგილობრივი მეწარმეების და მცირე მარნების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ჩვენ ხელს ვუწყობთ აეროპორტში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას და რაც მთავარია, ვაგრძელებთ ვიყოთ რეგიონის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი,-‘’ამბობს ირაკლი ქარქაშაძე.
კვების ახალ კონცეპტუალურ სივრცეს სხვა ობიექტებისგან გამოარჩევს მისი ვიზუალური მხარე,  რომელიც  ავიაციასთან დაკავშირებული დეტალებითაა შეფუთული და შესაბამის პირველად შთაბეჭდილებას ახდენს აეროპორტის მგზავრებზე. 
,, ჩვენს აეროპორტს საშუალოდ ყოველდღიურად, 4500 მგზავრი სტუმრობს. წლის ბოლომდე კი მილიონ 7000 მდე მგზავრი გვეყოლება. ეს რიცხვი მომავალი წლიდან კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ახალი მიმართულებები და ავიაკომპანიები გვემატება. ინტერესი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართ მზარდია და შესაბამისად აუცილებელია, რომ  ინფრასტრუქტურა და სერვისი იყოს მაღალი სტანდარტის, რასაც ჩვენ პარტნიორებთან ერთად აეროპორტის მგზავრებს შევთავაზებთ,-‘’აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი.
AIR FOOD ერთ კონცეპტუალურ სივრცეში აეროპორტის მგზავრებს 3 ტიპის მომსახურებას სთავაზობს: ბარის ტიპის მომსახურებას,  სადაც წარმოდგენილია კოქტეილები, ადგილობრივი წარმოების პრემიუმ ხაზის ალკოჰოლური სასმელები, სწრაფი კვების ობიექტს, სადაც იყიდება Food box- ები ე.წ. take away მომსახურებით და შესაძლებელია მგზავრმა გაფრენისას თან წაიღოს, ასევე AIR FOOD-ის მომხმარებელს  საშუალება აქვს სხვადასხვა ტიპის სენდვიჩები, ჰოთ დოგები და გამომცხვარი პროდუქტების ნაირსახეობა დააგემოვნოს. 
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა