მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

კურორტი „გოდერძი“ შესაძლოა, ექსტრემალური სრიალის მოყვარულთათვის შეუცვლელი მიმართულება გახდეს - HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელი

news image

სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ დიდი პოტენციალი აქვს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა გიორგი დოლიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, კურორტი შესაძლოა, ექსტრემალური სრიალის მოყვარულთათვის შეუცვლელი მიმართულებაც კი გახდეს.

„სათხილამურო კურორტი გოდერძი ჩემი შეფასებით უფრო ექსტრემალური მოთხილამურეებისთვისაა განკუთვნილი. ის ხალხი ვინც ჩამოდის გუდაურსა და ბაკურიანში არიან მცირე რაოდენობით, ვინც ეძებენ უფრო ექსტრემალურ ფერდობებს. მათთვის გოდერძის კურორტი იქნება ძალიან კარგი და საინტერესო მიმართულება. უბრალოდ ამ ყველაფერს უნდა სწორი შეფუთვა და ინფორმაციის სწორად მიწოდება თუ რატომ უნდა ჩავიდნენ „გოდერძის“ კურორტზე. არ იყო გამართული გზა, რაც იყო ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი და ასევე ამას ემატება ისიც, რომ აღმოსავლეთიდან საკმაოდ რთულია კურორტზე მოხვედრა და იქ ასასვლელად შეიძლება 1 დღეც კი დახარჯოს ვიზიტორმა.

გზის პირობებში ქართველებისთვის კურორტმა გოდერძიმ კი შესაძლოა, 1-2 წელში ბაკურიანი და გუდაური ვერ ჩაანაცვლოს, მაგრამ ამ კურორტს აქვს დიდი პოტენციალი.  

გუდაურსა და ბაკურიანში ადგილობრივი მოსახლეობა უფრო აქტიურად შაბათ-კვირას ადის და 2 დღიან Weekend-ს იწყობენ, ვისაც სრიალი უყვარს. თუმცა ვისაც ხანგრძლივი დასვენება უნდა მათ შესაძლოა, უპირატესობა უკვე „გოდერძის“ მიანიჭონ. გააჩნია რამდენად მალე იქნება იქ მოხვედრა შესაძლებელი და რა ტიპის სასტუმროები გაიხსნება“, - აცხადებს გიორგი დოლიძე.

HSC Group Hospitality-ის დამფუძნებლის აზრით, კურორტ „გოდერძიზე“ ამ დროისათვის ქაოტური განაშენიანება არ არის და სწორედ ახლა არის შანსი, რომ ყველაფერი წინასწარ გაწერილი გეგმის ფარგლებში მოხდეს და თუ საჭიროა მთავრობამ გარკვეული რეგულაციებიც კი აამოქმედოს. 

„კურორტ გოდერძის“ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და სახელმწიფოსაც შეუძლია გარკვეული რეგულაციები შემოიღოს კონკრეტულ მშენებლობასა და ექსტერიერთან და ფასადებთან მიმართებაში, რადგანაც კურორტზე დიდი საინვესტიციო პროექტები დაწყებული არ არის და შესაძლებლობაა, რომ განისაზღვროს და გენერალური გეგმის ფარგლებში მოხდეს ობიექტის მშენებლობა. კერძო ინვესტორებთან მოხდეს ინტენსიური მუშაობა და ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რათა კურორტი „გოდერძი“ ჩამოყალიბდეს ლამაზ სამთო კურორტად. სწორედ ახლა არის ამის საშუალება, რომ ვიდრე კურორტი ცარიელია. თუ ახლა მოხდება სწორი გადანაწილება სამომავლოდ ეს კურორტს კარგ შედეგებს მოუტანს. ქაოტური განაშენიანება კურორტისთვის კარგი არ არის. 

მეორე ფაქტორია ისიც, რომ სასტუმრო ინფრასტრუქტურის შექმნა დროშიც არ უნდა გაიწელოს. რადგანაც სწორედ ინფრასტრუქტურა ქმნის მიზიდულობის ცენტრს, რომ ადამიანი ჩავიდეს და დაისვენოს. შეიძლება გზა ვერ დავამოკლოთ და აეროპორტი ვერ ავაშენოთ, რომ ტურისტები იქ მარტივად მოხვდნენ, მაგრამ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, რომ რაღაცის გამო მოუნდეს ადამიანს იქ ასვლა.

ეს კი უნდა იყოს მეტი საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, ასევე ადგილობრივი სასტუმრო ბრენდებიც და ამავე დროს შეიქმნას სხვადასხვა გასართობი საშუალებები, რათა იქ ჩასულმა ადამიანმა თავი კომფორტულად იგრძნოს. კარგი იქნება თუ კურორტებზე შემოვა კულტურა და ბავშვებისთვის ძიძის სერვისი ამოქმედდება, რაც იქნება სასტუმროს მომსახურება და სადაც ჩააბარებენ ბავშვებს დღის განმავლობაში და ბავშვები დაკავდებიან სხვადასხვა აქტივობებით, ხოლო თავად მშობლები დაისვენებენ, ისრიალებენ, თუ დაგეგმავენ სხვადასხვა ექსკურსიების“, - აღნიშნა ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality-ის დამფუძნებელმა.

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მაღალმთიან აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს. გოდერძი თბილისიდან დაშორებულია 252 კმ-ით, ხოლო ბათუმიდან 109 კმ-ით. შავ ზღვასთან სიახლოვის გამო ეს ადგილი უხვი ნალექით გამოირჩევა, რაც კურორტს მეტად მიმზიდველს ხდის. კურორტი გოდერძი გამოირჩევა შთამბეჭდავი ბუნებით, ულამაზესი ხედებით, სუფთა ჰაერით და მრავალფეროვანი ლანდშაფტით. ერთ-ერთი საუკეთესოა გაუკვალავ თოვლში სრიალის მოყვარულთათვის. სრიალი შესაძლებელია ალპურ ზონაში, ხშირ წიწვოვან ტყეში და სოფლებშიც კი.

კურორტზე ამ ეტაპზე წარმოდგენილია ორი მცირე ზომის საბაგირო  - (ბორანო და მოძრავი ხალიჩა). ასევე 6 ადგილიანი ბაბლის ტიპის და 8 ადგილიანი გონდოლას ტიპის საბაგიროები.

სათხილამურო ტრასების საერთო სიგრძე შეადგენს 8 კილომეტრს, ხოლო ზღვის დონიდან მაქსიმალური სიმაღლე 2364 მეტრს აღწევს. დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი დაახლოებით 4.5 კილომეტრია. აქ წარმოდგენილია როგორც საშუალო სირთულის ისე რთული ტრასები. ხოლო დამწყებებს შეუძლიათ ისწავლონ სრიალი მცირე ზომის 150 მეტრიან ტრასაზე (ბორანო).

კურორტი 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა