მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

კრიტიკული დაზღვევისა და ონკოდაზღვევის სერვისები საქართველოში აქტუალური გახდა - დევი ხეჩინაშვილი

news image

 

 სადაზღვევო სერვისებს შორის ონკოლოგიურ და კრიტიკულ დაზღვევაზე მოთხოვნა საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურებულია. როგორც სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, კრიტიკული დაზღვევისა და ონკოდაზღვევის სერვისები აქტუალურია განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში, რომლის მოდელიც ნორმალური  და მისაღებია.
,,ონკოლოგიური და კრიტიკული დაზღვევის საკითხი საქართველოში ძალიან აქტუალურია.  ეს პროდუქტი არ არის სამედიცინო ხარჯის დაზღვევა, თანხმდება სადაზღვევო კომპანიასთან, თუკი ონკოლოგიური დაავადება დაემართება დაზღვეულს, წინასწარ შეთანხმებულ თანხას მიიღებს კომპანიისგან და ამ ფულს თვითონ განკარგავს. საწუწუნო არაფერი აქვს, თვითონ განსაზღვრავს სად უნდა იმკურნალოს ან თუ სურს, სხვა რამეში დახარჯავს თანხას, მისი გადასაწყვეტია. ეს პროდუქტი ფეხს იკიდებს განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის, საქართველოში. განვითარებულ ქვეყნებს  ისედაც აქვთ მაღალი დონის ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ყველაფერს ფარავს. ჩვენ ამის შესაძლებლობას მოკლებული ვართ, ამიტომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ონკოდაზღვევა პაკეტში არ შედის, ცალკე მიმართულებად არის ჩამოყალიბებული და საკმაოდ პოპულარულიცაა", - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით, ხეჩინაშვილის თქმით, ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
,,ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ ბავშვების ონკოლოგიურ დაავადებებს საზღვარგარეთ აფინანსებს. ეს არის იშვიათი და ძვირი დაზღვევა, რომლის აწყობა საქართველოში რთულია. სწორია, რომ ამ სერვისს გაიტანენ ქვეყნის გარეთ და სადაზღვევო კომპანიებთან არ დაიწყებენ ვაჭრობას", - დასძენს ხეჩინაშვილი Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ონკოდაზღვევა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევა არის ცალკე სადაზღვევო პროდუქტი, რომელიც ყოველთვიურ პრემიას განსაზღვრავს მოსარგებლის ასაკისა და მისთვის სასურველი ლიმიტის მიხედვით.
რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამას ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ ბავშვები სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობას ესპანეთში, ისრაელსა და თურქეთში შეძლებენ.
უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განაცხადების მიღება 24 ივლისს დაიწყო. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა