მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7086.6
0.0074
flag
AZN 1.6127
-0.0008
flag
CNY 38.043
-0.0039
flag
EUR 3.0732
-0.009
flag
GBP 3.6467
-0.0141
flag
KZT 53.7
-0.0034
flag
TRY 0.0709
0.0001
flag
USD 2.7425
-0.0011

კონსტანტინე ზარნაძე: ოპოზიცია არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ იპოდრომის მთელი ტერიტორიის განაშენიანებას

news image

თბილისის საკრებულოს ფრაქციაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზეთამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების პროექტის საკითხს გამოეხმაურა.

საკრებულოს წევრის თქმით,  აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტის განხორციელებას, არ მოუსმენია.

„ბევრი ვისაუბრეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების არგუმენტირებული აზრი არ მოგვისმენია. ისინი არ ესწრებიან კომისიების სხდომას და არც თავიანთი არგუმენტები წარმოუდგენიათ ჩვენთვის და  მოსახლეობისთვის, რატომ არიან ამ მშენებლობის წინააღმდეგნი. ოპოზიცია   არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან  ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ  იპოდრომის  მთელი ტერიტორიის განაშენიანებას. საბედნიეროდ, ეს ტერიტორია გადარჩენილია და ქალაქს დაუბრუნდა. იმედია, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რაიმე არგუმენტს წარმოგვიდგენენ, თუ რატომ არის ეს პროექტი ურბანული გენოციდის მაგალითი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, მოსახლეობა  შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს მშენებლობა იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მისი თქმით,  იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, განაშენიანება კი თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ მოხდება.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა