მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

კონკურენციის საგენტომ Inex group-ს მომხმარებელთა ჯგუფის უფლების დარღვევა დაუდგინა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, 2024 წლის მაისის  თვეში, შპს „სანლაინს",  შპს "სატურნის" (ონლაინ მაღაზია - „VELI.store"), შპს „ინექს გრუპის" და შპს „დილსის" მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად  მოვაჭრეების მხრიდან დადასტურდა: მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი საქონლის მიწოდების ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების და მოქმედებით და უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი უსამართლო კომერციული საქმიანობის შემთხვევები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამონ. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს.

12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ინფორმაციისთვის:  2024 წლის იანვარი - აპრილის თვის მონაცემებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 50 საქმეზე - 46 შეთანხმება გაფორმდა.სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა