მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

კონკურენციაში ჩავერთეთ, ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის  - ,,ვილა პალასი“

news image

ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Villa Palace / ვილა პალასი ზამთრის სეზონისთვის სამზადისს იწყებს. როგორც სასტუმროს მენეჯერი მაია მარუაშვილი Business Insider Georgia - თან ამბობს, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ სეზონი სტუმრებისთვის საუკეთესო და დასამახსოვრებელი გახადონ.

სულ რაღაც წელიწადნახევარია, რაც ,,ვილა პალასი“ დაფუძნდა და აქვს ამბიცია, მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა და საკუთარი ნიშა დაიმკვიდროს ბაზარზე.

„კონკურენციაში ჩავერთეთ, მაღალი დონის სერვისი, ინფრასტრუქტურა, შთამბეჭდავი ხედები და მაქსიმალური კომფორტი მომხმარებლებისთვის ხელს გვიწყობს, რომ კონკურენტული უპირატესობა მოვიპოვოთ. ზამთრის სეზონისთვის დიდი ენთუზიაზმით ვემზადებით, არაერთი სიახლე დავგეგმეთ, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ მომხმარებელს.

ჩვენს ინფრასტრუქტურას დაემატა გარე რესტორანი, რომელსაც დეკემბრიდან გავხსნით. შევთავაზებთ გარე რესტორანს, რომელსაც დეკემბრიდან გავხსნით. ახალ წელს გასართობი შოუ პროგრამა გვექნება. როგორც საახალწლოდ, სხვა სადღესასწაულო პერიოდებშიც ვიაქტიურებთ და ყველა სპორტულ და გასართობ ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ბაკურიანში მოეწყობა“, - ამბობს მაია მარუაშვილი.

სასტუმროს აქვს საკონფერენციო სივრცე რომელიც გათვლილია 150 სტუმარზე. სივრცეები სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარით. როგორც სასტუმროს მენეჯერი ამბობს, კორპორატიული მიმართულება საკმაოდ აქტიურია და ყველა სეზონზე მუშაობს, თუმცა ამ მხრივ შემოდგომის პერიოდი განსაკუთრებით აქტიური და დატვირთულია.

ამ ეტაპზე ,,ვილა პალასში დაახლოებით 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა სეზონზე მათი რაოდენობა 50 -ს აღწევს. ცნობისთვის, სასტუმრო ვილა პალასი (Hotel Villa Palace) მდებარეობს ბაკურიანში, ქალაქის ულამაზეს ადგილას. ნომრების გადასახედიდან მოჩანს ბუნების ულამაზესი პეიზაჟი.

სასტუმროს ერთი მხრიდან იხსნება კოხტას მთის ხედი, ხოლო მეორედან – ბაკურიანის მთავარი პარკი. სასტუმროში 24 კომფორტული ნომერია. მთავარ საბაგირო გზამდე მანძილი 1კმ, ხოლო ქალაქის ცენტრამდე – 1,5კმ-ია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა