მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი გახდა, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო

news image

ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა  და ღია ბანკინგის ლიცენზიის მფლობელი პირველი ფინტექ კომპანიის - Keepz-ის ორგანიზებით გამართულ ერთობლივ ღონისძიებაზე ცოცხალ რეჟიმში ღია ბანკინგით პირველი გადარიცხვა განხორციელდა.  

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ვარლამ ებანოიძემ სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, Keepz-ი ს პრეცედენტს გადამდები ეფექტი ექნება სხვა ინოვაციური ფინტექ კომპანიებისთვის, რაც  საბოლოო ჯამში, დადებითად იმოქმედებს ინოვაციების განვითარებაზე, კონკურენტულ გარემოსა და ფინანსური ინკლუზიურობის ზრდაზე ქვეყანაში.

"Keepz-ი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ღია ბანკინგში ჩაერთო. ასევე, პირველი ფინტექ კომპანიაა ბაზარზე, რომელიც გამოიყენებს  თავის ბიზნეს მოდელში გადახდის ინიცირებას ღია ბანკინგით, რაც შეამცირებს როგორც ხარჯებს, ისე შუამავლებს დღეს არსებული ტრადიციული გადახდის არხებთან შედარებით", - განაცხადა ვარლამ ებანოიძემ.

ღონისძიების ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელიც ღია ბანკინგს ახლავს. ღონისძიებას ესწრებოდნენ  ბიზნეს და ფინტექ ასოციაციის წევრი კომპანიები, ასევე სტარტაპები და დაინტერესებული პირები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა