მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.9
0.0064
flag
AZN 1.5883
-0.0007
flag
CNY 38.201
-0.0005
flag
EUR 3.1461
-0.0061
flag
GBP 3.6017
-0.0039
flag
KZT 53.53
-0.0035
flag
TRY 0.0635
-0.0001
flag
USD 2.7005
-0.0011

ქართულმა კოსმეტიკურმა ბრენდმა Piel Naturals-მა ახალი მაღაზია ბათუმის Grand Mall-ში გახსნა

news image

ქართული კოსმეტიკური ბრენდი Piel Naturals პიელ ნატურალსი ფართოვდება. ბრენდმა რამდენიმე დღის უკან ბათუმში რიგით მეორე მაღაზია სავაჭრო ცენტრ Grand Mall-ში გაიხსნა და ამიერიდან ბათუმში საკუთარ პროდუქციას გაყიდის როგორც სავაჭრო ცენტრ Metro City-ში ისე Grand Mall-ში. 

როგორც  Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თათუკა ლომაძემ განაცხადა, მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით Piel Naturals-მა Grand Mall-ში გარკვეული აქციებიც ჩაუშვა. 

„ჩვენი მაღაზია, ე.წ. კუნძული, რომელიც ბათუმის Grand Mall-ში გაიხსნა, დაახლოებით 10-12 კვ/მ-ს იკავებს. ის გაიხსნა Grand Mall-ის პირველ სართულზე „კარფურის“ შესასვლელთან. გეტყვით, რომ Grand Mall-ში შესვლაზე მოლაპარაკებები თითქმის 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, საუბარი მაქვს მოლაპარაკებები და სასურველი ფართის მოძიებაზე“, - განმარტავს თათუკა ლომაძე.

Piel Naturals-ის დამფუძნებლის თქმით, ბათუმში გაფართოება გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გადაწყვიტეს. 

„Piel Naturals-ის პროდუქციაზე ბათუმში მოთხოვნა საკმაოდ დიდი იყო და სწორედ აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ Metro City-ს მერე ფილიალი Grand Mall-შიც გაგვეხსნა“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

Piel Naturals-ი 2025 წელს ადგილობრივ ბაზარზე გაფართოების კუთხით მინიმუმ 3 მაღაზიის გახსნას განიხილავს. 

Piel Naturals-ი არის N1 ქართული თავის მოვლის პრემიუმ კოსმეტიკის ბრენდი. კომპანიის მიზანია მაღალი ხარისხის და ნატურალური პროდუქტების შექმნა, გააუმჯობესოს თითოეული ადამიანის სილამაზე და კეთილდღეობა, ინოვაციების მეშვეობით.

პროდუქციის სრული  ასორტიმენტი, მორგებულია კანის სხვადასხვა ტიპებსა და პრობლემებზე. Piel Naturals-ის ძირითადი ნიშა არის ის, რომ პროდუქცია არ შეიცავს პარაბენს, პარაფინს, სილიკონებს და მავნე ნივთიერებებს.

დღეისათვის Piel Naturals-ის ლოკაციები ასე გამოიყურება:

  • შოურუმი, ვაკე, ფალიაშვილის 39ბ
  • გალერია თბილისი, მე2 სართული
  • საბურთალო სითი მოლი, 0 სართული
  • გლდანის სითი მოლი, 1 სართული
  • ისთ ფოინთი, კავეას შენობა
  • თბილისი მოლი, მე2 სართული
  • რუსთავი, რუსთავი  მოლი 1 სართული
  • ქუთაისი, ქარვასლა, მე3 სართული
  • ბათუმი, მეტრო სითი 1 სართული
  • ბათუმი, გრანდ მოლი 1ლი სართული
  • საწარმო, ლისის ტბის მიმდებარედ ამბერკი ტაბიძის ქ N27

  •  
news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა