მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

ქართული ხახვი იმპორტმა თითქმის 100% -ით ჩაანაცვლა

news image

ქართული ხახვი სამომხმარებლო ბაზარზე უკვე დიდი იშვიათობაა. პროდუქტი თითქმის 100%-ით იმპორტმა ჩაანაცვლა.

„საქართველოს ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი პრობლემას წარმოების სიმცირეს უკავშირებს, რასაც თავის მხრივ ტექნოლოგიების ნაკლებობითა და ცოდნის დეფიციტით ხსნის.

„2022 წელი ხახვისა და კარტოფილის წარმოებისთვის რთული იყო, ნაკლები მოსავალი მოვიდა, როცა შეგვიძლია ამ პროდუქტებით თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი, მინიმუმ, 80%-მდე გავზარდოთ. ექსპორტზე საუბარიც არ არის, დეფიციტია და ვერ გავა უცხოურ ბაზრებზე, ფასი კი კატასტროფულად გაზრდილია. იანვარში ხახვი 74,1%-ით, ხოლო თებერვალში 118.5%-ით გაძვირდა, რაც მოთხოვნის ზრდით არის განპირობებული. ბაზარი ამ ეტაპზე მთლიანად იმპორტულ პროდუქტს უჭირავს და ძირითადად, რუსეთიდან შემოდის.“, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი Business Insider Georgia- თან და წარმოებაში არსებულ პრობლემაზეც საუბრობს. 

„ხახვის მოსავალზე 2022 წელს უამინდობამ იმოქმედა. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არ არის. სოფლის მეურნეობას გაცილებით ნაკლები ყურადღება ექცევა. ახალი ტექნოლოგიების სიმცირეა, უფრო მეტი ინვესტიცია უნდა ჩაიდოს და წარმოებაც გაიზრდება. ექსპორტზე ხახვის გატანის გაცილებით მაღალი პოტენციალი გვექნებოდა, პირობები რომ გვქონდეს. ხარისხიანი პროდუქციის რეალიზება არ ჭირს, მაგრამ კარგი მოსავლის მისაღებად შესაბამისი ტექნიკაა საჭირო“, - ამბობს ბეჟიტაშვილი.

ადგილობრივი ხახვის მიწოდება ბაზარზე ივნისის ბოლოს იწყება და პიკს ივლისი-აგვისტოს პერიოდში აღწევს. საქართველოში ხახვის მწარმოებელი ორი ძირითადი რეგიონია - ქვემო ქართლი, რომელზეც ადგილობრივი წარმოების 35% მოდის და შიდა ქართლი, სადაც ქართული ხახვის 50% იწარმოება.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში ხახვის იმპორტის უდიდესი ნაწილი 3 ქვეყნიდან განხორციელდა: აზერბაიჯანი - $601.3 ათასის 1.6 ათასი ტონა; რუსეთი - $529.4 ათასის 1.4 ათასი ტონა; თურქეთი - $182.3 ათასის 0.5 ათასი ტონა. ამ სამი ქვეყნიდან იმპორტი, მთლიანი ხახვის იმპორტის 93%-ს აჭარბებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა