მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქართული ანიმაციის ახალი სიცოცხლე: თქვენს წინაშეა საქართველოს ხელოვნების სასახლის ექსკლუზიური სტიკერების ნაკრები

news image

ყველა ადამიანი ბავშვობიდან მოდის. ის ემოციები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ადრეულ ასაკში ვიღებთ, სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება თითოეულ ჩვენგანს. ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ხომ დიდობაშიც ჩვენი ცხოვრების მთავარი მეგზურები არიან. განსაკუთრებული ემოციების გასაცოცხლებლად და უნიკალური ქართული ანიმაციის უკვდავსაყოფად, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-თან თანამშრომლობით, უნიკალური სტიკერების ნაკრები  - „უკვდავი ქართული ანიმაციაწარადგინა, რომელიც ქართული საკულტო ანიმაციის ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ეძღვნება.

სტიკერების ნაკრებში გაერთიანებულია კლასიკად ქცეული ქართული ანიმაციის ისეთი სიმბოლოები, როგორებიცააწუნა და წრუწუნა“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „მე წვიმად მოვალ“, „გულუბრყვილო ბატის ტასიკოს თავგადასავალიდანარცისი“. აქვე შეხვდებით რევაზ გაბრიაძის შექმნილ ესკიზს გახმაურებული ქართული ფილმისთვისშერეკილები“. ნაკრებში შესული ყველა ნამუშევრის ორიგინალი დაცულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

ამ მულტფილმების გმირები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უნიკალური ხიბლით და კულტურული მნიშვნელობით, ზედმიწევნითაა გაცოცხლებული მხიარულ, ფერად სტიკერებში, რომლებიც ასახავენ მათ არსს და აცოცხლებენ ციფრულ სამყაროში.

ხელოვნების სასახლის კომენტარი: ქართულ ანიმაციას, მარადიულ კლასიკას, უამრავი ქართველის გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ესაა თემა, რომელიც მრავალ თაობას აკავშირებს ერთმანეთთან და ეროვნული იდენტობის განცდას უღვივებს. ეს ანიმაციები, რომელსაც თამამად შეიძლება ვუწოდოთ ეროვნული საგანძური, ცნობილია არა მხოლოდ მათი გამორჩეული მხატვრული სტილით, არამედ საინტერესო თხრობითა და კულტურული მრავალფეროვნებით. ანიმაციის მთავარი ფუნქცია მხოლოდ გართობა კი არ არის, არამედ პატარა მაყურებლებისთვის ცხოვრებისეული გაკვეთილების მიცემა და სწორი ღირებულებების დანერგვაა. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ Rakuten Viber-თან ერთად, ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ წარვუდგინეთ ქართული ანიმაცია და მას სრულიად ახლებური სიცოცხლე მივანიჭეთ“.

სტიკერების ნაკრები უკვე ხელმისაწვდომია Rakuten Viber-ში. მესენჯერის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გაახალისონ საუბრები ქართული მულტფილმების სახასიათო და მიმზიდველ გმირებთან ერთად, რომლებსაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გამოხატვა. ეს ინიციატივა, არა მხოლოდ აღიარებს ქართულ ანიმაციას, არამედ აძლიერებს ადგილობრივი აუდიტორიის ერთიანობის განცდას და აფასებს კულტურულ მემკვიდრეობას.

გარდა ამისა, საქართველოს ხელოვნების სასახლემ, Rakuten Viber-შიც თემატური არხიც გახსნა, სადაც მიმდევრებს სთავაზობს საინტერესო ინფორმაციას ხელოვნების შესახებ და თამამად უზიარებს კულტურის სფეროს უჩვეულო თუ განსაკუთრებულ ფაქტებს.

Rakuten Viber-ის კომენტარი: ჩვენთვის დიდი პატივია ვითანამშრომლოთ საქართველოს ხელოვნების სასახლესთან და ჩვენს მომხმარებლებს, სულ სხვა ფორმით წარვუდგინოთ ეს მომხიბლავი პერსონაჟები. ეს ნაკრები არ არის მხოლოდ სურათების კოლექცია, ეს არის ქართული ანიმაციის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის ზეიმი. ჩვენ ვიმედოვნებთ, ყოველდღიური ციფრული საუბრები, ამ პერსონაჟების დახმარებით კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახდება“.

საქართველოს ხელოვნების სასახლის შესახებ

თბილისის ისტორიულ უბანში, კარგარეთელის ქუჩაზეერთი ულამაზესი სასახლე დგას, რომელიც 1895 წელს გერმანელმა არქიტექტორმა პაულ შტერნმა ააგო. 1989 წლიდან ამ შენობაში თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, რომელსაც ხელოვნების სასახლედ მოიხსენიებენ.

სასახლე-მუზეუმში 10 საგამოფენო დარბაზია. მუზეუმის უნიკალური ექსპონატია ვანში გათხრებისას ნაპოვნი ანტიკური პერიოდის მარმარილოს ნიღაბი; აგრეთვე, XVII საუკუნის სპარსული მინიატიურები; ქართული თეატრის აბრეშუმზე დაბეჭდილი პროგრამები; თეატრალური და დეკორატიული ხელოვნების კოლექციები; ცნობილ ხელოვანთა პირადი არქივები; ფერწერული ტილოები და სხვა. მუზეუმში 300 ათასზე მეტი ექსპონატია, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას იძლევა  ქართული თეატრის, მუსიკის, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: www.artpalace.ge<

news banner
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა