მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

კარგი გუნდი გვყავს და სულ უფრო მეტი კომპანია გვენდობა - BDO საქართველოს მმართველი პარტნიორი

news image

2022 წლის კონსოლიდირებული შემოსავლების მიხედვით, ქვეყნის წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო ფირმებს შორის BDO-მ 18,5 მლნ ლარით კვლავ მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. 

Business Insider Georgia-თან  „ბი დი ო“ საქართველოს მმართველი პარტნიორ ზურაბ ლალაზაშვილი კომპანის წარმატების მიზეზებს ასახელებს. 

 

„ბევრი ფაქტორი იყო. შეიძლება ითქვას, ბოლო რამდენიმე წელა მეორე-მესამე ადგილზე ვართ. მიმაჩნია, რომ ჩვენ კომპანიას საკმაოდ კარგი ცნობადობა და სერვისის ხარისხი გვაქვს. ერთ-ერთი ყველაზე კარგი გუნდი გვყავს და სულ უფრო მეტი კომპანია გვენდობა, ეს არის ერთი ფაქტორი. ამავდროულად, საქართველოში ვართ ბევრი სერვისის მიმწოდებელი BDO-ს თანამშრომლების მიერ.

შეიძლება, არის ბევრი სერვისი, რომელსაც ჩვენი კოლეგები უცხოური რესურსებით ახორციელებენ და ნაკლებად არიან ბაზარზე წარმოდგენილი. ჩვენ ბევრ ახალ სერვისს ვამატებთ, რასაც კომპანიის საქართველოს გუნდი ახორციელებს. შესაძლოა, ესეც იყოს წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი“, - ამბობს „ბი დი ო“ საქართველოს მმართველი პარტნიორი 

მისი თქმით, 2022 წელი ამ ინდუსტრიისთვის რთული იყო, რაც ლარის კურსის გამყარებამ გამაპირობა: 

„2022 წელი ჩვენი ინდუსტრიისთვის საკმაოდ რთული იყო. ლარის გამყარებამ ჩვენი კომპანიის საქმიანობაზე მოახდინა უარყოფითი გავლენა. კონტრაქტები უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და გადახდა ხდება ლარში და შესაბამისად ნაკლები თანხა მივიღეთ და შემოსავლები შეგვიმცირდა“, - ამბობს ლალაზაშვილი.   

როგორ მოქმედებს ინდუსტრიაზე აუდიტორულ ფირმებში ბიზნეს საკონსულტაციო სერვისების დივერსიფიცირების ტენდენცია: ნახეთ ამ ლინკზე https://bit.ly/3uIaJrk

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა