მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7052.4
0.0257
flag
AZN 1.617
0
flag
CNY 37.677
-0.0052
flag
EUR 3.1227
0.0003
flag
GBP 3.6682
0.0085
flag
KZT 53.58
0.0016
flag
TRY 0.0715
-0.0001
flag
USD 2.7496
0

ქალთა ნაკრების წარმატებული სტარტი - საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

news image

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ერთა ლიგის 2025 წლის გათამაშების პირველ შეხვედრაში ანდორის ნაკრები 2:1 სხვაობით დაამარცხა. ისრაელელი სპეციალისტის, ირის ანტმანის მიერ გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის  სტადიონზე გამართულ მატჩში თამაშის შემოტრიალება და გამარჯვება ბოლო წუთებში მოახერხა.

ირის ანტმანმა შეხვედრისთვის კლასიკური 4-3-3 ტაქტიკა აირჩია და მწვანე მინდორზე შემდეგი თერთმეტეული გამოიყვანა:

მეკარე: თათია გაბუნია;

დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი, მარიამ კალანდაძე, სალომე გასვიანი, ნინო ჩხარტიშვილი;

ნახევარდაცვა: ნათია დანელია, ნინო ბუხრიკიძე, ტატიანა მატვეევა;

თავდასხმა: მაიკო ბებია, თინათინ ამბალია, თეონა ბაქრაძე.

მთლიანი მატჩი დაძაბულად მომდინარეობდა, რასაც მოწმობს ყვითელი ბარათების რაოდენობაც - მთავარმა არბირტმა მოთამაშეებს ჯამში 7 ბარათი უჩვენა (5 - საქართველოს, 2 - ანდორას). პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის დიდი უპირატესობით წარიმართა, თუმცა ჩვენმა მოთამაშეებმა ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს. პირველი გოლი 69-ე წუთზე ანდორელთა ფეხბურთელმა, ლაია სალემ გაიტანა - ცენტრიდან მოწოდებული სტანდარტის შემდეგ არეულობით ისარგებლა სალემ და დაბალ მარცხენა კუთხეში შეაგდო კიდეც გოლი;

82-ე წუთზე თეონა ბაქრაძემ მეტოქის საჯარიმოში ცრუმოძრაობით მოიშორა მცველი და თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა - გუნდის ლიდერმა, მაიკო ბებიამ პენალტი წარმატებით შეასრულა და ანგარიშიც გაათანაბრა. დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა - ფლანგიდან ჩაწოდებისა და დარტყმის რამდენიმე მცდელობის შემდეგ ბაქრაძე კვლავ სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა და ტაქტიკური დარტყმით აიღო კიდეც ანდორელთა კარი.

ერთა ლიგის მეორე, ამჯერად, გასვლით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 თებერვალს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორე ჯგუფში ასპარეზობს და ანდორისა და კვიპროსის ნაკრებების გარდა ჩვენი მეტოქე მალტის ქალთა ნაკრებიც იქნება.

C ლიგა ჯამში ექვსი ჯგუფისგან შედგება. შეხვედრების ფარგლებში კი B ლიგის საგზურები თამაშდება. ჯგუფის ლიდერი თავისთავად დაწინაურდება, ხოლო ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი ნაკრები დამატებით შანსს მიიღებს და B ლიგის მესამეადგილოსნებთან პლეი-ოფის პრინციპით გამართულ შეხვედრებში გაარკვევს საგზურის ბედს. ისღა დაგვრჩენია, ვუგულშემატკივროთ ჩვენს ქალთა ნაკრებს B ლიგისკენ მიმავალ გზაზე! საუკეთესო წინ არის!

საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა