ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 27 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მორიგი ღონისძიება - Going for the Gold: Why AI is the Winning Edge ჩატარდება.
ღონისძიებაზე Helio-AI-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იაკო ჯიქია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს მის გამოცდილებას პროფესიონალური ჩოგბურთიდან სტარტაპის დაფუძნებამდე, ასევე ისაუბრებს მის ხედვაზე- დისციპლინის გავლენაზე წარმატებაში. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თავიდან დაწყების ხელოვნებაზე, გირჩევთ თუ როგორ მიიღოთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევებზე და როგორ დაძლიოთ ისინი გამძლეობით. ასევე მოგიყვებათ გუნდის მნიშვნელობაზე წარმატებული სტარტაპისთვის და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ შექმნათ ძლიერი გუნდი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს
ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები