მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

ჯემალ ინაიშვილი | „ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი გამოხატულებაა“

news image

„რა თქმა უნდა ტრანსპორტი და ლოგისტიკა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი გამოხატულებაა, ვინაიდან პირველ რიგში  ჩვენი უმეტესი ნაწილი ტვირთბრუნვის იქნება ეს ნავსადგურები თუ  რკინიგზა, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის კუთხით საერთაშორისო გადაზიდვებზე მოდის“ -  ამის შესახებ „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა „საქართველოს ბანკისა“ და ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ისაუბრა.

 

მისი თქმით, საქართველო მისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ნავსადგურების და  რკინიგზის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვან დამაკავშირებელ  როლს  ასრულებს არა მარტო  კავკასიის  რესპუბლიკებთან, არამედ  ცენტრალურ აზიის  ქვეყნებთან.

 

„დღეს არსებული  რუსეთ-უკრაინის  კონფლიქტი , რა თქმა უნდა  გვქმნის პრობლემებს, რაც ჩვენზეც აისახა,  რა თქმა უდნა ჩვენ  გვქონდა რეგულარული მიმოსვლა ჩერნომორსკის  და ოდესის ნავსადგურებიდან ბათუმის  მიმართულებით , აგრეთვე  იყო  საბორნე  მიმოსვლა,  ჩვენი  სავაჭრო  ბრუნვაც  საკმაოდ  მნიშვნელოვანი  იყო უკრაინასთან,  არსებულმა  კონფლიქტმა შეგვიქმნა პრობლემები და შესაბამისად  ჩვენ  გვიწევს  ახალ  ვითარებაში  მუშაობა,  მაგრამ  ეს  გვიხსნის  ახალ  შესაძლებლობებსაც  , ვინაიდან ცენტრალური აზიის რესპუბლიკები ძირითადად იყენებდნენ შავი ზღვის ნავსადგურებს და  აგრეთვე  ბალტიის  პირეთის ნავსადგურებს, ასევე  იყენბდნენ  რუსეთს  როგორც დერეფანს  თავისი  ტვირთების  ტრანზიტის  დროს.

 

ჩვენ  გჭირდება  ახალი  ნავსადგურები, ახალი  ინფრასტრუქტურა,  ამისთვის  ჩვენ  გვჭირდება  ინვესტიციები, რკინიგზაში, სავაგონო  პარკის  განახლება და გაზრდა, ამიტომ თუ  ჩვენ  შეძლებთ,  რომ დროულად ვუპასუხოთ  ამ  გამოწვევებს,  შესაბამისად  როდესაც  მშვიდობა დამყარდება,  შეიძლება  ის  ნაკადი  ვერ  შევინარჩუნოთ, მაგრამ  შეგვიძლია  რაღაც  ნაკადი  დავიტოვოთ, რომელიც ჩვენი დერეფნის  მეშვეობით მუდმივად  ივლის,  ამიტომ  ეს  ყველაფერი რა  თქმა უნდა  საჭიროებს მუშაობას,  ინვესტიციებს და ეს  გვაძლევს  ჩვენ  კარგ შესაძლებლობებს,  რომ განვავითაროთ ჩვენი  დერეფანი და  სატრანსპორტო  შესაძლებლობები“, - აღნიშნა ჯემალ ინაიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა