მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

news image

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო.

ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას, თამარ გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში, პროგრამამ, მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ გაზარდა მოსახლეობის დაცულობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული დანახარჯებისგან.

“გვსურს აღვნიშნოთ,რომ ახალი გლობალური პროგრამა კარგად განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად გამოწვევებს. გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ერთობლივი ქმედებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკმაოდ რეალისტურია პროგრესის დაჩქარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის , ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რეაგირების, ადამიანის ბიომონიტორინგის,გარემოს ჯანმრთელობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში.

საქართველოს ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სრულად შეესაბამება გენერალურ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს საშუალება მისცა, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისით დაფარვა მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოქალაქისთვის და დაიცვას ისინი ჯანმრთელობისა და ფინანსური ტვირთისგან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი სტრატეგიების დაგეგმვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, უზრუნველყოფასა და მის დაცვას.

მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა სტრატეგიული ამოცანების მიღებისა და განხორციელებისადმი, რომლებიც „2025-2028 წლების მუშაობის მეთოთხმეტე გენერალური პროგრამის პროექტშია“ ასახული.

პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მიხეილ სარჯველაძე - ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, თამარ გაბუნია დაესწრო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა