მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

ჯანდაცვის მინისტრი, გორში, დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა

news image

14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა. მიხელ სარჯველაძემ, პაციენტებისგან და მათი მშობლებისგან, დიაბეტის მართვის სახელმწიფო  პროგრამასთან დაკავშირებით, მოსაზრებები მოისმინა და მათ საჭიროებებს გაეცნო. მინისტრმა, სამედიცინო სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქტიურად მუშაობს, რათა რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

სამინისტრო, დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შაქრიანი და უშაქრო დიაბეტით დაავადებულ მოსახლეობას, სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფს. ასევე, აფინანსებს სპეციალიზებულ ამბულატორიულ დახმარებას, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მომსახურებას.

ბოლო წლებში, სახელმწიფომ, დიაბეტის მართვის პროგრამაში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა - გაიზარდა პროგრამით სარგებლობის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ბავშვებისთვის, სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი სისტემები და სენსორები (CGM) და მათ გამოსაყენებლად მობილური ტელეფონები, უფასოდ გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, დიაბეტის მქონე ბავშვები პროგრამით სარგებლობას რეგიონებში ვერ ახერხებდნენ, სახელმწიფოს ჩართულობით კი პროგრამა, ეტაპობრივად, გაფართოვდა და ვაუჩერული სერვისის მიღება, საქართველოს 8 მუნიციპალიტეტშია ხელმისაწვდომი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა