მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7061.8
-0.0095
flag
AZN 1.6025
-0.0005
flag
CNY 37.987
0.0063
flag
EUR 3.1599
0.0345
flag
GBP 3.7079
0.06
flag
KZT 52.57
0.0038
flag
TRY 0.0687
0.0001
flag
USD 2.7252
-0.0008

ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას შეხვდა.

განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა, ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია ევროპული საბჭოსადმი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა და საქართველო  ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. განიხილეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული გზის მიმართ ავსტრიის რესპუბლიკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა