მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

ირაკლი ბერაია: მიმდინარეობს ცოცხალი ძალის საშუალებით და სპეცტექნიკით როგორც საძიებო, ისე გაწმენდითი სამუშაოები, ჩართულია 1000-მდე ადამიანი

news image

დღეს არის გლოვის დღე, საქართველო გლოვობს სტიქიის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. ძალიან მძიმე წუთებია მათი ოჯახის წევრებისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ მათთან ერთად ვატარებთ ამ უდიდეს ტკივილს. იმედს ვიტოვებთ, რომ საძიებო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღემდე დაკარგულად ითვლებიან, ამისთვის ყველაფერი კეთდება, შესაძლებლობების მაქსიმუმი - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ, "იმედის" ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლოა სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას გახდეს საჭირო, ადგილზე, მყისიერად მიიღება.

 

ბერაიას განცხადებით, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებში სპეცტექნიკასთან ერთად, ჩართულია ათასამდე ადამიანი.

 

"შტაბი მუშაობს 24-საათიან რეჟიმში. შტაბში წარმოდგენილია ყველა უწყება, როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ისე სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სრული კოორდინაცია და სინქრონული მუშაობაა, ინფორმაცია შემოდის მუდმივად სტიქიური უბედურების ზონიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის დამატებით მიღება შესაძლოა არსებული ვითარებიდან და ძებნითი სამუშაოებიდან გამომდინარე გახდეს საჭირო, მიიღება ადგილზე, მყისიერად და რეაგირება არის ეფექტიანი.

უშუალოდ ადგილზე ვითარებას რაც შეეხება, მიმდინარეობს როგორც ცოცხალი ძალის საშუალებით ისე სპეცტექნიკით როგორც საძიებო, ისე გაწმენდითი სამუშაოები, 1000-მდე ადამიანია ამაში ჩართული, როგორც მაშველები, ისე სამხედროები, რეინჯერები. ადგილზე არიან მობილიზებული მედიკოსები, კინოლოგები სპეციალური აღჭურვილობით, მათ შორის, თერმული ფუნქციის მქონე დრონებით", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა