IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 36%-ი სილქნეტზე მოდის
IPTV-ის აბონენტების 54.2%-ი მაგთიკომზე, ხოლო 36%-ი სილქნეტზე მოდის. 2024 წლის აპრილის მდგომარეობით, IPTV-ის აბონენტების რაოდენობა 650 ათას აბონენტს შეადგინა, გასული წლის აპრილში კი 610 ათასს, ზრდა 5%-ია.
რაც შეეხება IPTV-ის შემოსავლებს აქ წლიური ზრდა 3%-ია. თუ 2024 წლის აპრილის მდგომარეობით შემოსავლები 11 მლნ ლარის დონეზე იყო, 2023 წლის აპრილში ეს მაჩვენებელი 10 მლნ ლარის დონეზეა.
დღეისათვის IPTV-ის ბაზარზე აბონენტების უდიდეს წილს მაგთიკომი ფლობს - 54.2%.
2024 წლის აპრილის მდგომარეობით IPTV-ის აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით ასე გამოიყურება:
მაგთიკომი - 54.2%
სილქნეტი - 36%
სხვა - 8%,.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით გაზრდილია მცირე ოპერატორების საბაზრო წილები და
მცირედით შემცირებულია "სილქნეტის" აბონენტების რაოდენობა.
IPTV-იდან მიღებული შემოსავლების 53.5% მაგთიზე მოდის.
IPTV-ის შემოსავლების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:
მაგთიკომი - 53.5%
სილქნეტი - 39.6%
სხვა - 6.9%.
2024 წლის აპრილში მცირედით გაზრდილია მცირე ოპერატორების შემოსავლები. პროცენტები შესაძლოა 100-მდე არ ჯამდებოდეს მეათედების დამრგვალების გამო.
ტექნოლოგიების მიხედვით მაუწყებლობის გადანაწილებაში IPTV-ის აბონენტების წილი 87.3%-ია, წინა წლის ამავე პერიოდისთვის ეს მაჩვენებელი 86%-ს შეადგენდა.
კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკური მონაცემებით, შემოსავლების გადანაწილების თვალსაზრისით, IPTV-ის წილი 91%-ია, ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდისთვის 90.9%-ს წარმოადგენდა
IPTV - მაუწყებლობის ტრანზიტის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც სამაუწყებლო სიგნალი ქსელებში გადაიცემა ინტერნეტის პროტოკოლის (IP) გამოყენებით;
სხვა სიახლეები