მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7114.6
0.0072
flag
AZN 1.6065
-0.0001
flag
CNY 38.003
-0.0005
flag
EUR 3.1087
-0.0075
flag
GBP 3.6948
0.0024
flag
KZT 53.54
0.0019
flag
TRY 0.0698
0
flag
USD 2.732
-0.0001

Inn Development-ი დიდ დიღომში პირველ ენერგოეფექტურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image

კომპანია Inn Development-ის პირველი ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დიდ დიღომში აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულდება და კომპანია მობინადრეებს მიიღებს.

მშენებლობის მეორე ეტაპი 2024 წელს დამთავრდება. ამ დროისთვის  ბინების თითქმის 25% გაყიდულია. პირველი ეტაპის მშენებლობის ფარგლებში, ეს მაჩვენებელი 80%-ს აღწევს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia- თან ,,ინნ დეველოპმენტის“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლანა ბლიაძე საუბრობს.

„პროექტზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. მიმდინარე წლის ბოლოს პირველი ეტაპი დასრულებული იქნება და შეგვეძლება პირველი მობინადრეების მიღება.  ვგულისხმობ E ბლოკს, სადაც ფანჯრების ჩასმა მიმდინარეობს. უკვე 12-ე სართული შენდება.

მეორე - D ბლოკზე ამ ეტაპზე საპარკინგე სართულები შენდება. 2024 წლის ბოლოს აქაც შეგვეძლება მობინადრეების მიღება.

პროექტი მოიცავს რეკრეაციულ სივრცეს, გათვლილია 300-მდე ხის დარგვა, ასევე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნები, მოეწყობა ორზოლიანი პარკინგი, კორპუსის პირველ სართულზე კი კომერციული ზონა განთავსდება. ჯამში 4 საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემო შეიქმნება.  პირველ ორ კორპუსში ბინების 80% უკვე გაყიდულია, მომდევნო 2 კორპუსის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი უკვე 25 %-ზე მეტს აღწევს. კომპლექსი 712 ბინას მოიცავს“, - განმარტავს ლანა ბლიაძე.

მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს კორპუსის კარ-ფანჯრით აღჭურვა, რომელსაც "ინნ ჯგუფში" შემავალი საწარმო, ოქროს ბრენდის მფლობელი Alutech Georgia ალუტექ ჯორჯია ახორციელებს. სრულად პროექტზე მუშაობა 2025 წლის ბოლოს დასრულდება.

„დიდი დიღომი ინნ“-ის ჯამური ინვესტიცია 60 მლნ ლარია და ის 100%-ით „საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული.

შეგახსენებთ, რომ სასტუმროების ქართული ქსელი ,,ინნ ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს. კომპანიის განხორციელებული პროექტებია: საცხოვრებელი კომპლექსი ვაშლიჯვარში „რენესანსი“, სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“, აპარტამენტები „ბაკურიანი ინნ“, სასტუმრო „ივერია ინნ“, სასტუმრო „გუდაური ინნ“, სასტუმრო „ქუთაისი ინნ“, სასტუმრო „გორი ინნ“.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა