„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
„იფქლის“ საწარმოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს)-მ Business Insider Georgia-ს დაუდასტურა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შპს იფქლის საწარმოს, კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორებამდე, საწარმოო პროცესი შეუჩერა.
ერთ-ერთმა მომხმარებელმა შპს იფქლის მიერ წარმოებულ შეფუთულ თეთრ პურში უცხო სხეული აღმოაჩინა, რის შესახებაც 30 იანვარს სურსათის ეროვნულ სააგენტოს შეატყობინა.
5 თებერვალს მოქალაქემ სეს-იდან მიიღო პასუხი, რომლის თანახმადაც სეს-მა შეამოწმა შპს იფქლის კუთვნილი საწარმო (ს/კ 200179118, ფაქტობრივი მისამართი: თბილისი, ხარაძის ქ. N 2ა).
დაფიქსირდა არაკრიტიკული და კრიტიკული შეუსაბამობები.
ასევე, გამოვლინდა, რომ შპს იფქლი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არ არის რეგისტრირებული სურსათის ბიზნეს ოპერატორად.
შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე და საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციამდე.
ინსპექტირების დროს გამოვლენილ არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე ბიზნეს ოპერატორს მიეცა შესაბამისი მითითებები და განესაზღვრა გონივრული ვადა მათ აღმოსაფხვრელად.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები