მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7068.7
0.0224
flag
AZN 1.6137
-0.001
flag
CNY 38.109
0.0174
flag
EUR 3.0464
-0.0548
flag
GBP 3.6243
-0.0252
flag
KZT 53.98
0.0082
flag
TRY 0.0707
-0.0004
flag
USD 2.744
-0.0016

IATA-მ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულა

news image

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე მუშაობა დაასრულეს. რამდენიმე თვის განმავლობაში IATA Consulting-ის ექსპერტები, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, ქუთაისის აეროპორტის განვითარების მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაზე მუშაობდნენ. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, საავიაციო სფეროში მსოფლიოს წამყვანმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა ქუთაისის აეროპორტის პოტენციალი და მისი რამდენიმე ფაზად განვითარების გეგმა წარმოადგინა.
,,IATA Consulting-მა დაასრულა მუშაობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერპლანზე და ჩაგვაბარა აეროპორტის განვითარების 20 წლიანი გეგმა. 6 თვის განმავლობაში, ჩვენი ჩართულობით, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ექსპერტები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ ქუთაისში, ადგილზე შეისწავლეს აეროპორტის არსებული ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი პროექტია როგორც არამხოლოდ ტურიზმის გენერირების მიმართულებით, არამედ რეგიონში ეკონომიკური მდგენელიც. მგზავრთნაკადის ზრდის პარალელურად, დღის წესრიგში დადგა აეროპორტის მასტერპლანის არსებობა. უმნიშვნელოვანესი და სავალდებულო დოკუმენტის, რომელიც მსოფლიოში ყველა აეროპორტს უნდა გააჩნდეს და მასზე ძირითადად ოპერატორი კომპანიები მუშაობენ. გენერალური გეგმის მიხედვით, სააეროპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება დაყოფილია რამდენიმე ეტაპად, რომელიც ითვალისწინებს მგზავრთნაკადის წინასწარ განსაზღვრული ოდენობის მიღწევის შესაბამისად განვითარებას 20 წლიან პერიოდში, რაც საბოლოოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ წლიურად 5.1 მილიონი მგზავრისა და 30 000-მდე რეისის მომსახურების შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს,-‘’ აცხადებს ირაკლი ქარქაშაძე.
მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური გეგმით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ზაფხულში დაიწყება. რაც პირველ ეტაპზე ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქანის მშენებლობას გულისხმობს. ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ქუთაისის აეროპორტს საშუალებას მისცემს ნებისმიერი ტიპის როგორც სამგზავრო, ასევე სატვირთო საჰაერო ხომალდებს შეზღუდვების გარეშე მოემსახუროს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა