მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

იანვარში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.3%-ით გაიზარდა

news image

2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 008.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 403.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 604.2 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 45.5 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2025 წლის იანვარში, 1 200.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.8 პროცენტია.

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76.7 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (74.9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (46.2 მლნ. აშშ დოლარი) და ყაზახეთი (45.2 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 79.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: აშშ (357.3 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (266.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (172.9 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 75.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: აშშ (361.7 მლნ. აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (267.2 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (203.3 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 130.0 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.2 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 14.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 3.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 13.8 მლნ. აშშ დოლარით (3.4 პროცენტი). აღნიშნულის შეახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო სურათები, ნახატები და პასტელების (ხელით შესრულებული) სახით, რომლის იმპორტმა 481.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30.0 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 151.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 9.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 106.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.7 პროცენტი).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა