მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

Huawei Starlink-თან კონკურენციაში შევა

news image

კომპანია Huawei-მ სატელიტური ინტერნეტის თავისი ვერსიის წარმატებული ტესტირების შესახებ განაცხადა, რომელიც SpaceX-ის Starlink-ის მსგავსი იქნება.

საჰაერო კოსმოსური საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე უკაბელო ტექნოლოგიების ლაბორატორიის მთავარმა მკვლევარმა  Huawei 6G-მ გარკვეული დეტალები გააზიარა, საიდანაც ირკვევა, რომ Huawei-ის თანამგზავრული ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე 660 მბიტ/წმ-მდეა.

Huawei-მ არ გაამჟღავნა, თუ რომელი თანამგზავრები გამოიყენეს საკუთარი ქსელის შესაქმნელად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი დედამიწის დაბალ ორბიტაზე არიან განლაგებული (როგორც Starlink).

ცნობილია, რომ ჩინეთმა გარკვეული პერიოდის უკან უკვე გაუშვა ამ ტიპის საკუთარი თანამგზავრები, რომლებმაც შესაძლოა უზრუნველყოს სატელიტური კომუნიკაციები Huawei-სთვის.

რა თქმა უნდა, Starlink-ის მსგავსი სრულფასოვანი ქსელის შესაქმნელად ჩინურ კომპანიას გარკვეული დრო დასჭირდება. წარმატებული ტესტების მიუხედავად, ზუსტად არ არის ცნობილი, როდის ამოქმედდება აღნიშნული ქსელი.

საგულისხმოა, რომ ფლაგმანურ სმარტფონს Huawei Mate 60 Pro+-ს, რომელიც სექტემბერში იქნა წარმოდგენილი, უკვე აქვს თანამგზავრული კომუნიკაციების მხარდაჭერა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა