მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

„ჰენდიკრაფტი“ - პირველი ქართული საძილე ტომარა ბავშვებისთვის

news image

„ჰენდიკრაფტი“ საბავშვო განმავითარებელი სათამაშოების, ტანსაცმლისა და ტექსტილის მწარმოებელი ერთ-ერთ პიონერი კომპანიაა საქართველოში.

ბრენდის ისტორია 2017 წლიდან იწყება, როცა ახალბედა დედამ გადაწყვიტა, იმპორტირებული პროდუქციის შეძენის ნაცვლად, მივიწყებული ჰობი გაეცოცხლებინა და თავად შეექმნა ტანსაცმელი და აქსესუარები ახალშობილისთვის. პატარა სამკერვალოს გახსნით თამარ კობახიძემ დიდი მიზნების განხორციელება დაიწყო და დღეს „ჰენდიკრაფტის“ პროდუქცია უამრავ ქალს უმარტივებს დედობის პროცესს.

აღსანიშნავია, რომ სწორედ „ჰენდიკრაფტს“ ეკუთვნის საქართველოში შექმნილი პირველი საძილე ტომარა ჩვილებისთვის.

სწორედ ეს იყო პროდუქტი, რომელმაც ბრენდის თავდაპირველი პოპულარობა განაპირობა.

„ჰენდიკრაფტის“ პროდუქციის მთავარი ფუნქცია ცხოვრების გამარტივებასთან ერთად მშობლებისა და ბავშვების ხარისხიანი ინტერაქციის ხელშეწყობაა. ამ მიზნით, კომპანიამ შექმნა განმავითარებელი ხალიჩები, რომელიც, ისევე როგორც „ჰენდიკრაფტის“ სხვა პროდუქტები, ეკოლოგიურად სუფთა 100%-იანი ბამბის ქსოვილისგან მზადდება, არის რეცხვადი და სრულად შეესაბამება სათამაშოების ევროპულ სტანდარტს EN71.

„პროდუქციის დიზაინზე მუშაობა ღრმა ძიების პროცესია, იმის გახსენება, თუ რა გვინდოდა გვქონოდა ბავშვობაში, რა გაგვახარებდა, როგორი თამაში მოგვეწონებოდა და ა.შ. რაც მთავარია, ჩვენი ყველა სათამაშოს შექმნის დროს პირველი მომხმარებლები ჩვენი გუნდის, თანამშრომლების შვილები არიან“ , -  ამბობს თამარ კობახიძე, „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.

„ჰენდიკრაფტის“ პროდუქცია საზღვრების მიღმაც საკმაოდ პოპულარულია.

კომპანია წარმოდგენილია ელექტრონული კომერციის ისეთ ვეგვერდებზე, როგორიცაა Etsy და Amazon.

გუნდი აქტიურად მუშაობს უცხოურ ბაზარზე ფიზიკურ ფორმატში გაყიდვაზე.

სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით, კომპანია წარმოდგენილი იყო უმსხვილეს გამოფენაზე Spielwarenmesse, სადაც ქართულმა საბავშვო პროდუქციამ დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

„სააგენტოს როლი უმნიშვნელოვანესია თითოეული მეწარმისთვის, რადგან საშუალება გვეძლევა ჩვენი პროდუქტები უცხოელ მომხმარებლებსაც ვაჩვენოთ. ვფიქრობ, ექსპორტის წახალისებისთვის სწორედ მსგავსი ტიპის გამოფენებში მონაწილეობის მიღებაა აუცილებელი“, - ამბობს თამარ კობახიძე.

„ჰენდიკრაფტი“ სამომავლო გეგმებში საერთაშორისო პლატფორმებზე ბრენდის განვითარება და პოტენციურ მყიდველეთან აქტიური თანამშრომლობაა.

კომპანიას იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ წელში უკვე სრულფასოვნად იქნება რამდენიმე ქვეყანაში წარმოდგენილი. კომპანიის დამფუძნებელი დამწყებ მეწარმეებს ურჩევს, არ შეუშინდნენ სირთულეებს, რადგან ამ გზის გავლის გარეშე წარმატება არ მიიღწევა. ,

,იყო ქალი მეწარმე საკმაოდ რთული და გამოწვევებით სავსეა. თუმცა, შეუძლებელი არაფერია, არ შეუშინდეთ სირთულეებს და თუკი იდეა გაქვთ, აუცილებლად სცადეთ თავი მეწარმეობაში“ , - ამბობს  „ჰენდიკრაფტის“ დამფუძნებელი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა