მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

„ჰაივ ტექ ჰაბი“ ბათუმში ახალ ფილიალს გახსნის

news image

ჰაივ ტექ ჰაბი, არის საქართველოში ყველაზე დიდი და მულტიფუნქციური საოფისე სივრცე, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს სრულად კეთილმოწყობილ და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

თბილისში უკვე ფუნქციონირებს ჰაივ ტექ ჰაბის ერთი ფილიალი თამარაშვილის ქუჩაზე, ხოლო მეორე სივრცე ავლაბარში 2025 წლის აპრილში გაიხსნება. პარალელურად,15 დეკემბერს, კომპანიამ ბათუმში ახალი ფილიალის გახსნის თარიღიც დააანონსა.

თითოეულ ფილიალში შექმნილია ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია კომპანიის წარმატებული ოპერირებისთვის: თანამედროვე საკონფერენციო და შეხვედრების ოთახები, გამწვანებული ტერასები, მოსასვენებელი და გასართობი ზონები, უწყვეტი 24/7 სთ უსაფრთხოების სისტემები. 

ჰაივი ბიზნესებს ასევე სთავაზობს ექსკლუზიურ რეფერალურ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ჰაბის წევრები მეგობარი კომპანიის მოწვევის შემთხვევაში 50%-იან ფასდაკლებას მიიღებენ.

„მოხარულები ვართ, რომ ჰაივ ტექ ჰაბი ზრდასა და განვითარებას განაგრძობს. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ სამუშაო სივრცეებს, არამედ ეკოსისტემას, რომელიც ხელს უწყობს თანამშრომლობას, ინოვაციას და ბიზნესების წარმატებას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ თითოეულ მომხმარებელს მიაღწიოს თავის მიზნებს და შექმნას გარემო, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას" -  განაცხადა ქეთო თოფურიძემ, ჰაივ ტექ ჰაბის მარკეტინგის დირექტორმა.

20,000 კვადრატული მეტრი საოფისე ფართით, ჰაივ ტექ ჰაბი კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის ინოვაციური, პროფესიონალური გარემოს შექმნას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა