მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას - ზურაბ ქოქოსაძე Euromoney-ის აღიარებაზე

news image

„მოხარული ვართ, რომ Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ეს აღიარება გალტ & თაგარტს გასული წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების და დანერგილი სიახლეების საფუძველზე მიენიჭა“, - ამის შესახებ აქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზურაბ ქოქოსაძემ განაცხადა.

„მათ შორისაა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც EBRD-თან და EU-სთან ერთად განვახორციელეთ, ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული ობლიგაციების 50%-ზე მეტის და პირველი ESG ობლიგაციის განთავსება.

ასევე აღსანიშნავია კერძო კაპიტალის და სეკურიტიზაციის პროექტები, რომლებიც USAID-თან თანამშრომლობით განვახორციელეთ კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით.

რაც შეეხება ინიციატივებს, ამ კუთხით საკმაოდ აქტიურები ვიყავით მათ შორის საბროკერო მიმართულებით. ეს ინიციატივებია GT Trader-ის მობილური აპლიკაციის განახლება, რამაც კიდევ უფრო კომფორტული გახადა მომხმარებლებისთვის გახდნენ ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები როგორიცაა Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. 

ასევე აღსანიშნავია საინვესტიციო პორტფელების შეთავაზება, რომელიც მომხმარებლის ფინანსურ მიზნებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტია. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს და თითოეულ მომხმარებელს, იმისთვის რომ ქმნიან საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკს. ჩვენ გვეამაყება ეს წარმატება და აქტიურად ვაგრძელებთ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი ახალი და ინოვაციური პროდუქტების შექმნას“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

ჯილდოს შესახებ: Euromoney Awards for Excellence 1992 წელს დაარსდა და პირველი ჯილდოა გლობალურ საბანკო ინდუსტრიაში. წელს Euromoney-იმ ბანკებისგან რეკორდული რაოდენობის აპლიკაციები მიიღო - 1900-ზე მეტი განაცხადი და 124 ქვეყნის მასშტაბით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა