მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7045.4
-0.0017
flag
AZN 1.5906
-0.0007
flag
CNY 37.506
-0.0099
flag
EUR 3.0872
-0.0064
flag
GBP 3.5606
-0.0169
flag
KZT 49.81
-0.0028
flag
TRY 0.0665
-0.0002
flag
USD 2.705
-0.0011

გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სეზონზე სვანეთში ევროპიდან მეტი სტუმარი ჩამოვა - „ბანგურიანი მესტიაში“

news image

შემოდგომის სეზონზე სასტუმრო 30%-ითაა დატვირთული, ნოემბერში ტურისტული სეზონი ყველგან დაბალია - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმრო „ბანგურიანი მესტიაში“ დირექტორმა ლაშა ჯაფარიძემ განუცხადა. 

როგორც ლაშა ჯაფარიძე აცხადებს, აქვთ მოლოდინი, რომ ახალი წლის დღეებსა და ზამთრის სეზონზე, სასტუმროს დატვირთულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

„ნოემბერი დაბალი სეზონია ტურისტულად. გვაქვს ჯავშნები დეკემბერ-იანვარში, პროცესი სტანდარტულად მიდის. ძირითადად ველოდებით სტუმრებს ევროპიდან და რუსეთიდან. გვაქვს საქართველოს მოქალაქეების ჯავშნები.  მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან“, - ამბობს სასტუმროს დირექტორი.  

„ბანგურიანი მესტიაში“ შემოდგომის სეზონზე ფასები დააკორექტირეს და ორ ადგილიან სასტუმრო ოთახში განთავსების ფასი საუზმით 150 ლარია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სასტუმროს მფლობელები 2025 წლისთვის გეგმავენ სასტუმრო ოთახების კეთილმოწყობასა კიდევ ერთი ტერასას მოწყობასა და საუნის მშენებლობას, რასაც პირადი კაპიტალდაბანდებით განახორციელებენ

ამ დროისთვის სასტუმროს აქვს 36 ოთახი. ტურისტულ ობიექტზე  15 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა