მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

გვაქვს მოლოდინი, რომ მოცვის მოსავალი 350 ტონას გადააჭარბებს, სამიზნე ბაზარი პოლონეთია - „აგროლეინი“

news image

კომპანია „აგროლეინის“ მოცვი საქართველოს სავაჭრო ქსელებში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გამოჩნდება.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი ამბობს, წელს აპრილში თბილი ამინდების გამო, ადგილობრივმა ფერმერებმა პირველი მოსავალი 10 დღით ადრე მიიღეს.

„გვაქვს მოლოდინი, რომ კვირის ბოლოს ჩვენს პლანტაციებში მიღებული მოცვის მოსავალი ადგილობრივ სუპერმარკეტებში გამოჩნდება. მოცვის სეზონი პრაქტიკულად უკვე დაიწყო.  სათბურებში მიღებული საადრეო ჯიშების მოსავლის მიწოდება ადგილობრივ ბაზარზე უკვე განხორციელდა“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ წელს საქართველოს მასშტაბით მოცვის მოსავალი ორჯერ მეტი, დაახლოებით 4 ათას ტონამდე იქნება. ამასთან, ადგილობრივი კომპანიები  აქტიურად ცდილობენ ევროკავშირის ბაზარზე მოცვის გატანას.

„ამ შემთხვევაში მთავარია ხარისხი და ფასი, რომელიც ევროპის ბაზარზე არსებულთან კონკურენტული უნდა იყოს“,- ამბობს მეწარმე.

„აგროლეინის“  შემთხვევაში მთავარი სამიზნე ბაზარი პოლონეთია.

„პოლონეთზე ვართ ორიენტირებული, რადგან ეს ქვეყანა მოცვის მსხვილი მწარმოებელია და არის ბევრი საწარმო სადაც შესაძლებელია მოცვის დახარისხება და შეფუთვა. როდესაც ჩვენ გვაქვს მოცვის მოსავალი, ეს საწარმოები იმ პერიოდში არ ფუნქციონირებენ. ასვე პოლონელებს თავისი ბრენდის ქვეშ აქვთ გაყიდვის ხაზები აწყობილი. პრაქტიკულად ჩვენი ნაწარმის მიწოდებით ამ კომპანიებს ვაძლევთ საშუალებას, რომ უფრო ადრე დაიწყონ სეზონი და შესაბამისად გაყიდვები“, - ამბობს გიორგი ღვინიაშვილი.

კომპანიაში აქვთ მოლოდინი, რომ მოცვის წარმადობა 350 ტონას მიაღწევს, საიდანაც ნაწილს გასაყიდად გალფის ქვეყნებსა და ადგილობრიბ ბაზაზე გამოიტანს. 

„5-6 წელია აქტიურად ვმუშაობთ გალფის ქვეყნებთან. ჩვენი სამიზნე ბაზარია საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, ომანი, დუბაი, კატარი. თუმცა იქ ბაზარი შეზღუდულია ჩვენი ლოგისტიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. გასულ წელს 40 ტონა გავიტანეთ. გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ექსპორტი 50-60 ტონა იქნება. ფიზიკურად მეტის გადატვირთვა ვერ ხდება თვითმფრინავებით“,- ამბობს მეწარმე.

რაც შეეხება ფასებს, ამ დროისთვის საადრეო მოცვის ფასი ადგილობრივ ბაზაზე 1კგ-ზე 35-40 ლარია. თუმცა ფასი ბაზარზე მიწოდების ზრდასთან ერთად დაიწევს და ჭარბი მიწოდების პერიოდში სავარაუდოდ 10-12 ლარის ფარგლებში იქნება.

ინფორმაციისთვის, ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა