მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„გვაქვს ამბიცია საქართველო ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბდეს" – ComCom-ის წევრი მობილური ტექნოლოგიის კონგრესზე

news image

კომუნიკაციების კომისიის წევრი, ეკატერინე იმედაძე, ბარსელონაში გამართულ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესზე (MWC) სიტყვით წარსდგა. სესიაზე, რომელიც უსაფრთხოების მიმართულებით, ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში გლობალურ თანამშრომლობას შეეხებოდა, ეკატერინემ ყურადღება საქართველოს ციფრულ ჰაბად ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე გაამახვილა: „საქართველო გეოგრაფიულად ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს და ისტორიულად,  სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და სირთულესთან უწევდა გამკლავება. დღეს კი ჩვენ გვაქვს ამბიცია და ხედვა, რომ ეს მოცემულობა შესაძლებლობად ვაქციოთ და ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხო და მდგრადი ციფრული სერვისების რეგიონულ ჰაბად ვაქციოთ" - აღნიშნა მან.

 

სესიის ფარგლებში, ეკატერინე იმედაძემ ციფრულ ეკოსისტემაში ჩართულ მხარეებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ პროცესში, მარეგულირებელი ორგანოების როლს ხაზი გაუსვა: „როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, რაც ახალ, უფრო ფართო ვალდებულებებს გვაკისრებს ჩვენი კანონმდებლობის, სტანდარტების თუ პრაქტიკის ევროკავშირის პოლიტიკასთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით, თუმცა, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. ევროპულ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პლატფორმებთან თანამშრომლობა, გვთავაზობს სახელმძღვანელო ჩარჩოს, რომელიც მოქნილი, მდგრადი და უსაფრთხო ციფრული ეკოსისტემის  ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება." - განაცხადა კომისიის წევრმა და აღნიშნა, რომ ჰარმონიზაციის პროცესში, მნიშვნელოვანია ქვეყნის კონტექსტისა და არსებული ბაზრის მოცემულობის გათვალისწინებაც.

 

თემატურ სესიაში, ეკატერინე იმედაძესთან ერთად, მონაწილეობას ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სააგენტოს (ENISA), ინტერპოლის, Google-სა და Etisalat-ის (E&) წარმომადგენლები იღებდნენ და ისეთ საკითხებს განიხილავდნენ, როგორებიცაა: ტექნოლოგიურ ერაში კიბერუსაფრთხოების უპრეცედენტო შესაძლებლობები და გამოწვევები, ასევე, უსაფრთხო ეკოსისტემის შექმნის, ფრაგმენტაციის თავიდან აცილების და ღიაობის თუ თავსებადობის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა რეგიონული თუ სექტორული ორგანიზაციების თანამშრომლობა.

 

კონგრესის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, სადაც ეკატერინე იმედაძესთან ერთად, მონაწილეობას ComCom-ის წარმომადგენლები მიიღებენ და მონაწილე ორგანიზაციებთან ერთობლივ ინიციატივებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ.

 

შეგახსენებთ, რომ მობილური ტექნოლოგიის მსოფლიო კონგრესი ყოველწლიურად, გლობალური მობილური საკომუნიკაციო სისტემების ასოციაციის (GSMA) ორგანიზებით იმართება და მობილურ ბაზარზე არსებული ტენდენციების, სიახლეებისა თუ ინოვაციების გაცნობას და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ემსახურება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა