მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7092
0.0054
flag
AZN 1.6121
-0.0006
flag
CNY 38.048
0.0005
flag
EUR 3.0686
-0.0046
flag
GBP 3.6432
-0.0035
flag
KZT 53.77
0.0007
flag
TRY 0.0706
-0.0003
flag
USD 2.7415
-0.001

გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, 5 დეკემბერს, ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა.

სხდომის ფარგლებში, ტრასეკას წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხებისა, მათ შორის ტრასეკას 2022 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები. წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ, მას შეეძლება მოემსახუროს ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელი შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას.  

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა