მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7079.2
0.0105
flag
AZN 1.6135
-0.0002
flag
CNY 38.082
-0.0027
flag
EUR 3.0822
0.0358
flag
GBP 3.6608
0.0365
flag
KZT 54.04
0.0006
flag
TRY 0.0708
0.0001
flag
USD 2.7436
-0.0004

გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანს შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, რომელიც გერმანიის ქალაქ ლაიფციგში საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) მინისტერიალში მონაწილეობს, აღნიშნული ორგანიზაციის გენერალურ მდივანს იონგ ტაე კიმს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სატრანსპორტო სფეროში შექმნილ გამოწვევებსა და ამ მხრივ, შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე. აღინიშნა, რომ შუა დერეფანი, რომელიც არის უმოკლესი გზა ევროპასა და აზიას შორის, არის კარგი ალტერნატივა არსებული მარშრუტებისა, თუმცა აუცილებელია მთელი რიგი გადაწყვეტილებების სინქრონიზება დერეფნის მონაწილე ქვეყნებს შორის. 

მინისტრის მოადგილემ ITF - ის გენერალურ მდივანს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებები. მან ვრცლად ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციისა და ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის პროექტებზე და სხვ. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო - ლოგისტიკური პოტენციალის გასაზრდელად. „საქართველო რეგიონული მნიშვნელობის გზაჯვარედინზე მდებარეობს. ჩვენი მიზანია, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით ხელი შევუწყოთ საქართველოს მეტ ინტეგრაციას რეგიონულ და მსოფლიო სატრანსპორტო მარშრუტებში," - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.  

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ECMT მრავალმხრივი სანებართვო კვოტების გაზრდის   აუცილებლობაზე, რათა სამომავლოდ საქართველოს საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებში ტვირთების გადაზიდვის ბაზარზე მეტად წვდომის შესაძლებლობა. 

დასასრულს, მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალური დირექტორი იონგ ტაე კიმი საქართველოში მოიწვია.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა