მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.2
0.012
flag
AZN 1.532
-0.0002
flag
CNY 38.827
-0.0005
flag
EUR 2.9257
-0.015
flag
GBP 3.4392
-0.0033
flag
KZT 57.93
-0.0082
flag
TRY 0.053
-0.0001
flag
USD 2.6039
-0.0003
news banner

გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 6.9%-ით შემცირდა - Galt & Taggart

news image
mbc image

2024 წლის ოქტომბერში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 6.9%-ით შემცირდა. როგორც Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული, ევროპული გაზის ფასები სწრაფად
შემცირდა მას შემდეგ, რაც Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ევროპელი შემსყიდველები
აზერბაიჯანულ „სოკართან“ უკრაინის ტრანზიტის გასაგრძელებლად ხელშეკრულების გაფორმებასთან იყვნენ
ახლოს. მოგვიანებით, სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის გაზის ტრანზიტის ხელშეკრულება მიმდინარე წლის ბოლოს იწურება, თუმცა გაზსადენის სამომავლო ბედი ჯერ კიდევ უცნობია. 

„ევროკომისიის მიხედვით, ევროპა რუსული გაზისგან დამოუკიდებლობას ემხრობა და მზადაა უკრაინული
ტრანზიტის შეწყვეტისთვის. მოთხოვნის მხარეს ევროპა თბილი ნოემბრის მოლოდინშია. თვის განმავლობაში კონტინენტზე ტემპერატურა 30-წლიან საშუალოზე თბილი იქნება, რაც ბუნებრივ აირზე მოთხოვნას შეამცირებს. დამატებით, არსებული მარაგების 95% სავსეა, როცა სამიზნე მაჩვენებელი გათბობის სეზონის დაწყებისას 90% არის. სავსე მარაგებს კონტინენტის ზამთრის მოხმარების თითქმის მესამედის უზრუნველყოფა შეუძლია“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა