მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში

news image

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის პარტნიორი ბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების მხარდასაჭერად  არაერთ პროექტს ახორციელებს. ბანკის ეს მცდელობა არ დარჩენია ყურადღების მიღმა გავლენიან ბრიტანულ გამოცემას - Global Finance და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკების გამოვლენისას  საქართველოს ბანკი  მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესოდ დაასახელა საქართველოში.

 

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მუდმივი მცდელობა, შევქმნათ მომხმარებლის საჭიროებებზე და ინტერესებზე მორგებული პროდუქტები თუ სერვისები, იმ არხში და იმ სივრცეში, სადაც ეს ჩვენს ბიზნესებს ყველაზე მეტად ჭირდებათ, დაფასდა და გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემამ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში საუკეთესო ბანკად დაგვასახელა. ეს ერთდროულად დიდი აღიარება და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაა, რომ მუდმივად ვუპასუხოთ ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს, გავამართლოთ მათი მოლოდინები და ვიყოთ მათთვის ერთგული ბიზნეს პარტნიორი. მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლების უწყვეტ რეჟიმში არ იშურებენ დროსა და ენერგიას, რომ ჩვენს ბიზნესებს საუკეთესო ბიზნეს გამოცდილება შევთავაზოთ. ეს აღიარება სწორედ მათი დამსახურებაა და ასევე ჩვენი მომხმარებლების, რომლებიც გვირჩევენ ჩვენ და გვაძლევენ მოტივაციას, რომ არ გავჩერდეთ“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

ინფორმაციისთვის, Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი.  Global Finance ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოდან, საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები საქართველოს ბანკს არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი  არც 2023 წელია.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა