მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

Global Finance-მა Lion Finance Group-ის შვილობილი „ამერიაბანკი“ სომხეთის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

news image

Global Finance-მა Lion Finance Group-ის შვილობილი „ამერიაბანკი“ 2025 წლის სომხეთის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. ზედიზედ მეათე წელია, „ამერიაბანკი“ ჟურნალ Global Finance-ის მიერ სომხეთის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა. 

შერჩევის პროცესი ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობის დეტალურ კვლევასა და ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებას ეფუძნება. გამარჯვებულების ვინაობას კი საინვესტიციო ბანკის ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, ბაზარზე მათი რეპუტაცია, კონკურენტუნარიანობა, სერვისები და ინოვაციები განაპირობებს.

ცნობისთვის, 29 მარტს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა Lion Finance Group-ის (საქართველოს ბანკის ჯგუფის) მიერ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, ამერიაბანკის შეძენაზე თანხმობა გასცა, შესაბამისად, მხარეები შეძენის შეთანხმების დასრულების ეტაპზე გადადიან. 14 მარტს აქციონერთა კრებაზე ამერიაბანკის შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 100%-იანი თანხმობით იქნა მიღებული. ჯგუფი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასტური მიიღეს და შეთანხმების დასრულებისთვის სომხური მხარის თანხმობა იყო საჭირო, რაც 29 მარტს მიიღეს კიდეც.

Lion Finance Group-მა სომხეთის წამყვანი ბანკი 303,6 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. ამერიაბანკი კი ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს, ამასთან, შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორატიულ იდენტობას. როგორც საქართველოს ბანკის ჯგუფში აცხადებენ, ტრანზაქცია ჯგუფს აძლევს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის გამოცდილება კი ამერიაბანკის არსებულ, მაღალკვალიფიციურ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება, ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს. ამერიაბანკი მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტსა და სერვისს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, „ამერიაბანკს“ აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით. საგულისხმოა, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფის მიერ ამერიაბანკის შეძენის გამოცხადების შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე საქართველოს ბანკის აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა