მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7071.7
0.0004
flag
AZN 1.6025
-0.0003
flag
CNY 37.975
-0.0016
flag
EUR 3.1882
-0.0043
flag
GBP 3.7376
-0.0063
flag
KZT 52.34
-0.0018
flag
TRY 0.0683
-0.0002
flag
USD 2.7236
-0.0006

GlampShop.Ge თიანეთში გლემპინგ კოტეჯების შოურუმს აშენებს

news image

4 წლის განმავლობაში 70-მდე გლემპინგ სივრცე შევქმენით, - ამის შესახებ Business Insideer Georgia-სთან GlampShop.Ge-ს დამფუძნებელმა შალვა ბერიძემ განუცხადა. მისი თქმით, საქართველოში გლემპინგზე მოთხოვნა წლიდან-წლამდე იზრდება.

„ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი წინსვლაა. ბოლო სამი წლის ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, გლემპინგ სივრცეების რაოდენობამ 2024 წელს წინა წლების მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა“, - ამბობს შალვა ბერიძე.

მისი თქმით, კომპანია ამ დროისთვის რამდენიმე პროექტს ახორციელებს, მათ შორის შეკვეთილში, შავი ზღვიდან 250 მეტრში, დენდროლოგიური პარკიდან 50 მეტრში. გლემპინგი სულ მალე ჩაეშვება გაქირავებაში და უმასპინძლებს ვიზიტორებს.

„სვანეთში ერთი თვის უკან ავაწყვეთ პირველი გლემპინგი და კიდევ 5 კოტეჯზე გვაქვს შეკვეთა. ასევე რაჭაში, ნიკორწმინდაში ავაწყვეთ 2 გლემპინგი, პროექტის განხორციელება „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში მოხდა. ასევე ბორჯომსა და ვარძიაში დავამატეთ რამდენიმე სივრცე“, - ამბობს შალვა ბერიძე.

ამასთან, GlampShop.Ge თიანეთში,სოფელ ავლოთში გლემპინგ კოტეჯების შოურუმს აშენებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, ამ პროექტის განხორციელება ავსტრიის განვითრების ფონდის გრანტით გახდა შესაძლებელი.

„მოეწყობა გლემპინგების სივრცეები, სადაც მომხმარებელს შევთავაზებთ ჩვენ სერვისს. უკვე მიმდინარეობს 7 კოტეჯის რემონტი. გლემპინგისთვის მასალა ჩინეთიდან ჩამოგვაქვს, თუმცა უკვე ორი წელია გვაქვს ადგილობრივი წარმოება. გლემპინგის ფასი 1 კვადრატულზე დიზაინის მიხედვით $200-დან იწყება“, - ამბობს შალვა ბერიძე.

GlampShop.Ge ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს და სამხრეთ კავკასიაში გლემპინგის მთავარი იმპორტიორია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა